15 დღე ჟინიაკის გარეშე

AutoSharing Option
ანდრე-პიერ ჟინიაკმა ორშაბათის ვარჯიშზე ფეხზე მცირე ტკივილი იგრძნო. ექიმებმა ის სავარჯიშო პროცესს ჩამოაშორეს და საგულდაგულო სამედიცინო გამოკლვევა ჩაუტარეს. შედეგები გუშინღა გახდა ცნობილი: ძირითად გუნდთან ერთად მისი ვარჯიში შეცდომა ყოფილა, მისი კუნთები ასეთი დატვირთვისთვის მზად არ აღმოჩნდა.

მოგეხსენებათ, თავდამსხმელმა გასული სეზონის საფინალო რაუნდი ტრავმის გამო გამოტოვა, - აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს. “ოპერაციის შემდეგ ეს იყო მისი პირველი ვარჯიში ძირითად გუნდთან ერთად. როგორც ჩანს, სამედიცინო შტაბი შეცდა, როცა ანდრე-პიერს ამის უფლება მისცა.

დღეიდან მას 10-15 დღე ისევ ინდივიდუალური გრაფიკით მოუწევს
დატვირთვა. ამის შემდეგ ის კიდევ ერთ შემოწმებას გაივლის და მხოლოდ ამის მერე გახდება ცნობილი, დაუბრუნდება თუ არა ის საერთო რეჟიმს. ვერაფერს ვიზამთ, კუნთებზე ოპერაციის შემდეგ მსგავსი გართულებები ხშირია”, - განაცხადა დიდიე დეშამმა.

რადიო “მონტე კარლოს” ცნობით, “მარსელი” “ქუინზ პარკ რეინჯერსს” დაუკავშირდა და ადელ ტაარაბტის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო. მოგეხსენებათ, 22 წლის მაროკოელის გადაბირებას უკვე 2 კვირაა პსჟ ცდილობს. წყარო ამტკიცებს, რომ ფეხბურთელმა “მარსელთან” პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ახლა მისი ბედი მხოლოდ კლუბებზეა დამოკიდებული. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ “პარი სენ-ჟერმენმა” თავისი წინადადება 15 მილიონ ფუნტამდე გაზარდა. თავად ადელი აცხადებს, რომ მისთვის მთავარია, საფრანგეთში დაბრუნების შანსი მიეცეს, რადგან მისი ოჯახი სწორედ ამ ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ თუკი ასე არ მოხდა, არც ამისგან შექმნის ტრაგედიას და თამაშს ლონდონურ კლუბშივე განაგრძობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული