ელვამ "ბორდო" შეარყია

AutoSharing Option
"დენ ჰააგის" ყოფილი ბომბარდირი, "ანდერლეხტის" 31 წლის წევრი დმიტრი ბულიკინი შეიძლება "ბორდოში" გადაბარგდეს. "ინოპროსპორტის" ცნობით, ჟირონდელებმა ბელგიელებს შესაფერისი წინადადებით უკვე მიმართეს - 2,5 მილიონი ევრო ვეტერანი თავდამსხმელის სანაცვლოდ.

რუსი შემტევის "აქციები" მას მერე გაძვირდა, რაც მან "დენ ჰააგში" ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, სადაც 30 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა. ბელიგიის ჟუპილერლიგის ყველაზე ძვირადანაზღაურებად ფეხბურთელს ("ანდერლეხტი" მას წელიწადში 1 მილიონ ევროს უხდის) იმედი ჰქონდა, რომ კარიერის გაგრძელების შანსი ჰოლანდიაშივე მიეცემოდა, მაგრამ მისით "აიაქსის" დაინტერესების შესახებ გავრცელებული ხმები ფრანკ დე ბურმა ცალკე უარყო და
დანი ბლინდმა ცალკე. ჰოლანდიური პრესის ცნობით, ტრანსფერს წინ აღარაფერი უდგას.

"ეკიპის" ცნობით, აკვიტანიის რეგიონის დასავლეთ ნაწილში პატარა ქალაქ ლე აიანში "ბორდოს" საწვრთნელი ბაზა ხანძარმა სერიოზულად დააზიანა, თუმცა კიდევ უფრო დიდი ზარალი მეხანძრეების ოპერატიული მოქმედების წყალობით კლუბმა თავიდან აიცილა. მიზეზი რეგიონში არნახული ძალის ქარიშხალი გახდა, რომელსაც ჭექა-ქუხილი მოჰყვა. ბაზას ელვა დაეცა, რამაც ბუნებრივია ხანძარი გამოიწვია. ქარიშხლის გარდა რეგიონში ძალიან ძლიერი წვიმაც იყო, რამაც ბაზაზე სავარჯიშო მოედანი პრაქტიკულად გამოუსადეგარი გახადა.

ამას გარდა წვიმამ შენობებშიც შეაღწია და მაგალითად სატრენაჟორო დარბაზი დატბორა. ყოველივე ამის შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობამ გუნდის ვარჯიშები დროებით შეაჩერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული