ჩვენი გაზეთი ამ ამბავს "პარიზიენის" ინფორმაციაზე დაყრდნობით აქამდეც გადაწყვეტილად აცხადებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მოვლენებს წინა ვუსწრებდით. საქმე მხოლოდ ორიოდე დღეა, რაც საბოლოოდ მოგვარდა. სწორედ ეს მიზეზია, რომ პარიზელებმა ფეხბურთელი "ლორიანთან" პირველი ტურის მატჩში (1:0 სტუმართა სასარგებლოდ) ვერ დაიხმარეს. გარდა ამისა, კოპა ამერიკის შემდეგ მას პრაქტიკულად არ დაუსვენია. ანტუან კომბუარესა და
თავად პასტორემ, როგორც იქნა, ხმა ამოიღო და თავის პარიზულ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. იქამდე ის აცხადებდა, რომ სანამ ყველაფერი არ მოგვარდებოდა, იქამდე დუმილის უფლებას გამოიყენებდა. აი, რას ამბობს ფეხბურთელი "ეკიპთან" სახელდახელო ინტერვიუში:
"დიახ, ვიცი, რომ საფრანგეთის უმაღლესი ლიგა არც ისეთი ძლიერია, როგორც ინგლისის პრემიერლიგა ან ესპანეთის პრიმერა, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ეს გადაწყვეტილება იყო უმნიშვნელოვანესი ჩემს კარიერაში. პსჟ "ჩელსის" რამდენიმე მიზეზის გამო ვარჩიე. მე და ჩემმა აგენტმა დიდხანს ვიმსჯელეთ, სიტუაცია კარგად ავწონ-დავწონეთ და მივხვდით, რომ ამ წუთას მჭირდებოდა გუნდი, სადაც თამაშის მეტი შანსი მექნებოდა. განვითარებისთვის ხომ პირველ გუნდში რეგულარული პრაქტიკა მჭირდება. ამის მეტი შანსი კი აშკარად პარიზში მქონდა. "სტემფორდ ბრიჯზე" არანაირი გარანტია არ მექნებოდა, რომ ხშირად სკამზე არ აღმოვჩნდებოდი. პსჟ-ში კი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს შესაძლებლობებში ყველას დავარწმუნებ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"