ფეხბურთელმა პოპულარობა სწორედ ამ კლუბში მოიპოვა, რომელიც 2004 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. შემდეგ ჟიული "ბარსელონაში" და "რომაში" გამოდიოდა. ბოლო სამი წელი ფრანგმა "პსჟ"-ში გაატარა.
როგორც ცნობილი გახდა, 35 წლის ვეტერანი ამ დღეებში "მონაკოსთან" ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რის შემდეგაც შესაძლოა ფეხბურთელმა უკვე კლუბის ადმინისტრაციაში რომელიმე თანამდებობაც ჩაიბაროს.
მომზადებულია Le Parisien-ის მიხედვით