ჰილდებრანდი ევიანში?

AutoSharing Option
ლისაბონის "სპორტინგისა" და გერმანიის ნაკრების ყოფილი კარის დარაჯი ტიმო ჰილდებრანდი შეიძლება ფრანგული ლიგა 1-ის დებიუტანტ "ევიანში" აღმოჩნდეს, - გვამცნობს "ფრანს ფუტბოლი".

32 წლის გერმანელი უკვე იმყოფებოდა კლუბის ბაზაზე და ნანახით კმაყოფილი დარჩა. ტიმომ კლუბს პასუხი უახლოეს დღეებში უნდა გასცეს. ოდესღაც ოლივერ კანის პირდაპირ მემკვიდრედ წოდებულ "ტიმონატორს" 2008 წელს "ვალენსიაში" გადასვლის შემდეგ კარიერა აერია.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ "ჰოფენჰაიმსა" და "სპორტინგშიც" კი ვერ შეძლო დამკვიდრება. ჰილდებრანდი უკვე 3 წელია ისეთ კლუბს ეძებს, სადაც მეორე სუნთქვა გაეხსნება და დიდ ფეხბურთში დაბრუნებას
თუ არა, კარიერის ღირსეულად დასრულებას მაინც შეძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული