მხარეებმა გაუგებრობას წერტილი მალევე დაუსვეს. ბოლოს კი ბრაზილიელი ისეთი ტემპით შეუდგა საქმის კეთებას, იმდენი ფეხბურთელი გადაიბირა, რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ იყო, პრესას მასზე უნდა ეწერა და წერდა კიდეც. ხოლო მას მერე, რაც "პარკ დე პრენსზე" დანთებული სატრანსფერო ცეცხლი ცოტა მინავლდა, ის
მის ნააზრევს მონოლოგის ფორმით შემოგთავაზებთ: "ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ ნეიმარის შეძენას ვაპირებდით, ჭორი გახლდათ. საერთოდ, ბოლო პერიოდში ბრაზილიელი ფეხბურთელების ყიდვა ძალიან ძვირი სიამოვნება გახდა. მათ სამშობლოშივე აქვთ მშვენიერი ხელფასები. ხოლო იმისთვის, რომ რომელიმე კლუბი დაარწმუნო, მოგყიდოს ესა თუ ის ვარსკვლავი, ძალიან დიდ მსხვერპლზე უნდა წახვიდე. ნეიმარი თავს მშვენივრად გრძნობს "სანტოსში", კლუბს კი მისი გაშვება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატამდე აზრადაც არ მოსდის. სწორედ ამიტომ არ გვიცდია მისი ყიდვა.
გარწმუნებთ, "პარი სენ-ჟერმენი" აღარ აპირებს ახალი ფეხბურთელების ყიდვას. ჩვენ გუნდის დაკომპლექტება დავასრულეთ და კიდევ ვინმე რომ შევიძინოთ, რამე განსაკუთრებული უნდა მოხდეს. დღეისთვის უკვე 86 მილიონი ევრო დავხარჯეთ, აქედან ნახევარი ხავიერ პასტორეში".
ლეონარდოს თუ ვენდობით (და რატომ არ უნდა ვენდოთ?), გამოდის, რომ ხმები ლასანა დიარას, ალბერტო ჯილარდინოსა და დიმიტარ ბერბატოვის შესაძლო გადაბირების შესახებ, ჭორია და მეტი არაფერი. შეგახსენებთ, რომ პარიზელებმა უკვე შეიძინეს ხავიერ პასტორე, სალვატორე სირიგუ (ორივე პალერმო), კევინ გამეირო (ლორიანი), მოჰამედ სისოკო (იუვენტუსი), ჟერემი მენეზი (რომა), მილან ბიშევაცი (ვალანსიენი) და ბლეზ მატუიდი (სენტ-ეტიენი).
რაკი პსჟ-ზე ვწერთ, ბარემ აქვე გეტყვით, რომ ევროპის ლიგაში, გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის გამო დისკვალიფიცირებული "ოლიმპიაკოსის" ნაცვლად, პარიზელების წინააღმდეგ პლეი ოფის მატჩებში ლუქსემბურგული "დიფერდანჟი" ითამაშებს, კლუბი, რომელიც წინა რაუნდში სწორედ პირეოსელებმა გააგდეს. მათი ორივე დაპირისპირება 3:0 დასრულდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"