მოდიბო მაიგას "სოშოს" აღარ ემორჩილება

AutoSharing Option
“სოშოს” მალელი შემტევი მოდიბო მაიგა შარშან გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო, წელს კი კლუბის ხელმძღვანელობასთან პირდაპირ კონფლიქტსაც არ მოერიდა და პრესის ფურცლებზე მათ წინააღმდეგ გაილაშქრა.

მიზეზი ბანალურია, მას ინგლისის პრემიერლიგაში კარიერის გაგრძელების შანსი აქვს, “სოშო” კი მის ტრანსფერს ცოცხალი თავით არ თანხმდება. ლიგა 1-ის მეორე ტურში “კანთან” მატჩის შემდეგ გუნდის თავკაცმა მეჰმეთ ბაზდარევიჩმა ფეხბურთელის არყოფნა პირადი მიზეზებით ახსნა, თუმცა რეალური მიზეზი დიდხანს ვერ დაიმალა. მაიგა მეორე დღეს ვარჯიშზე არ გამოცხადდა, ხელმძღვანელობა კი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ფეხბურთელი მათ მითითებებს აღარ ემორჩილებოდა.
ბუნებრივია, კლუბმა თავდამსხმელი უკვე დააჯარიმა, თუმცა რა თანხით, ამას არავინ იუწყება.

ჯერ კიდევ წინა სეზონის დასრულებისთანავე “სოშომ” მთავარი მწვრთნელი ფრანსის ჟიიო (“ბორდო” ჩაიბარა) და საუკეთესო ფეხბურთელი ბრაუნ იდეიე (კიევის “დინამომ” შეიძინა) დაკარგა. “ეკიპის” ცნობით, სიტუაცია კლუბში ახლაც საკმაოდ დაძაბულია, რადგან მაიგას გარდა წასვლა უნდათ საფრანგეთის ნაკრების წევრ მარვენ მარტენს (“მარსელი” და პსჟ იწვევდნენ), ასევე წამყვან ნახევარმცველებს კევინ ანანსა და რიად ბუდებუზს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული