ნავთი და ცეცხლი "პარი სენ-ჟერმენში"

AutoSharing Option
“იუვენტუსის”, “მილანისა” და “ჩელსის” ყოფილი თავკაცი კარლო ანჩელოტი შეიძლება სამუშაოდ პარიზში გადავიდეს. მართალია ლონდონიდან წამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, ერთი წელიწადი დასვენებას ვაპირებო, მაგრამ ისეთი ამბიციური კლუბის გაწვრთნაზე უარს ალბათ არ იტყვის, როგორიც “პარი სენ-ჟერმენია”.

“ეკიპის” ინფორმაციით, მას გუნდის ჩაბარება ლეონარდომ სამშაბათს პირადი შეხვედრისას შესთავაზა. საქმე ის არის, რომ პარიზული გრანდის მიერ ლიგა 1-ში აღებული სტარტით, 0:1 შინ “ლორიანთან” და 1:1 “რენთან” გასვლაზე, ყველა უკმაყოფილოა, მათ შორის არიან კლუბის ყატარელი ინვესტორებიც. ლაპარაკი ანტუან კომბუარეს გუნდიდან გაშვებზე ჯერ კიდევ წინა სეზონის დასრულებამდე
მიდიოდა, მაგრამ შემდეგ ყველასდა მოულოდნელად, კლუბმა მუსიე ანტუანს ხელშეკრულების ორი წლით გაგრძელება შესთავაზა და თანხმობაც უმალ მიიღო. ახალი კონტრაქტი მაისის ბოლოს, ლეონარდოს მოსვლამდე დაიდო. კლუბში ბრაზილიელი ახლა ყველაზე გავლენიანი მუშაკია და მის ნებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე იტალიურმა სპორტულმა ვებგვერდებმა დაწერეს, რომ პარიზულ კლუბში მოსალოდნელია ფეხბურთელთა გაფიცვა, რადგან ისინი მთავარი მწვრთნელის გადაყენებასა და მის ადგილას სწორედ კარლეტოს მოყვანას ითხოვენო.

ასეთი პუბლიკაციებით ვებგვერდმა პარიზელთა ბანაკში მოგიზგიზე ცეცხლზე ნავთის დაასხა. გუნდში მოსვლის დღიდან მთავარ მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორს შორის არცთუ შეხმატკბილებული ურთერთობა ჩამოყალიბდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კომბუარემ მთელი მოსამზადებელი შეკრების მიმდინარეობისას ერთადერთი ინტერვიუ მისცა და ისიც საკმაოდ მოკლე. ყველაფერ დანარჩენზე კომენტარს სწორედ ბრაზილიელი აკეთებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული