"პსჟ" კაკას უმიზნებს

AutoSharing Option
"პსჟ" ახლო მომავალში მადრიდის "რეალისთვის" ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას აპირებს, რომელიც მადრიდელების 29 წლის ნახევარმცველს კაკას ეხება.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელი "მილანში" დაბრუნებას გეგმავდა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ეს წინადადება უარყო.

შეგახსენებთ, რომ "პსჟ"-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ, რომელიც "მილანის" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, განაცხადა, რომ ფრანგული კლუბის სატრანსფერო აქტიურობა ხავიერ პასტორეს ყიდვის შემდეგ დამთავრდა.

პასტორე ფრანგულ კლუბს 43 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა პარიზელები მზად არიან ახალი ტრანსფერის ვარიანტი განიხილონ.

მომზადებულია L'Equipe-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული