აკრძალულია ვუვუზელა!

AutoSharing Option
საფრანგეთის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ ვუვუზელები აკრძალა. ეს აკრძალვა ჯერჯერობით მხოლოდ ლიგა 1-ის მატჩებზე ვრცელდება, თუმცა შემდგომში, შესაძლოა, ხსენებული "მუსიკალური" ინსტრუმენტის აჟღერებას ტაბუ სრულიად ფრანგული ფეხბურთის მასშტაბით დაედოს.

"აკრძალვის იდეა კარგა ხნის წინათ, ჯერ კიდევ სამხრეთაფრიკული მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გაჩნდა, მაგრამ ახლა ოფიციალური გადაწყვეტილებაა მიღებული, რომელიც ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა. აკრძალვა უსაფრთხოების მოსაზრებებითაა ნაკარნახევი, რადგან სტადიონის ტრიბუნებზე ვუვუზელების სროლას შეიძლება სავალალო შედეგი მოყვეს და მაყურებელთა ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქროს", - აღნიშნა საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

აქვე ერთ საინტერესო ფაქტსაც მოგახსენებთ: საფრანგეთის
ჩემპიონატის პირველ ტურში, "პარი სენ-ჟერმენისა" და "სენტ-ეტიენის" მატჩისას, "პარკ დე პრენსის" ტრიბუნებზე შეკრებილ მცირერიცხოვან მაყურებლებს ვუვუზელები ურიგდებოდა – ეგებ, მათ ხმაურს აენაზღაურებინა სტადიონის სიცარიელეო...

საინტერესოა, რომ ვუვუზელები თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ აკრძალა, ინგლისი კი უფრო დემოკრატიულად მოიქცა და ამ ზულუსური საყვირების სტადიონზე შეტანა მხოლოდ საფეხბურთო კლუბების, როგორც კერძო ორგანიზაციების მიერ იკრძალება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული