მოდესტმა ტიგანა მოხიბლა

AutoSharing Option
ფრანგულმა "ბორდომ""ნიცას" თავდამსხმელ ანტონი მოდესტთან კონტრაქტი გააფორმა. საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ წევრთან ხელშეკრულება 4 წლით დაიდო, ხოლო ტრანსფერის ღირებულებამ 3,5 მილიონი ევრო შეადგინა.

გასული სეზონი 22 წლის მოდესტი განათხოვრებული იყო - მეორე ლიგის კლუბ "ანჟერში". ჰოდა, ამ მეორე ლიგის 34 მატჩში ახალგაზრდა ფორვარდმა 27 (!) გოლი გაიტანა. ზემოთ ახალგაზრდული ნაკრები ვახსენეთ და ამ გუნდის 12 შეხვედრაში ანტონიმ თავი 8 გოლის გატანით ისახელა. არ შეიძლებოდა, ასეთ შედეგიანობას არ მოეხიბლა "ბორდოს" დამრიგებელი ჟან ტიგანა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული