ლიონში ბრაზილიელობა საშიში გახდა

AutoSharing Option
"ლიონის" ბანაკში "კანთან" 2:3 წაგებით გამოწვეული იმედგაცრუება ორი ფეხბურთელის ტრავმამ გაამძაფრა. ლიონური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ორივე დაშავებული ბრაზილიელია - ნახევარმცველი მიჩელ ბაშტუში და ცენტრალური მცველი კრისი - და ორივემ მუხლის მყესი დაიზიანა. 

ბაშტუშისა და კრისის გამოჯანმრთელების თარიღები არ სახელდება, თუმცა სავარაუდოდ, ორივე ბრაზილიელი ორ კვირას იუქმებს. საინტერესოა, რომ ერთი კვირით ადრე სერიოზული ტრავმა "ლიონის" კიდევ ერთმა ბრაზილიელმა მიიღო - ედერსონმა, ვისაც აშკარად არ გაუმართლა. 24 წლის შუახაზელმა ზემოთ ნახსენები მყესი არათუ უბრალოდ დაიშავა, არამედ სულაც გაიწყვიტა, რაც ედერსონს აქტიური
სპორტის მიღმა ალბათ საფეხბურთო სეზონის ბოლომდე დატოვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული