დამსახურებული ალიყური

AutoSharing Option
"ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა რემი გარდმა მე-7 ტურში "კანთან" დამარცხების შემდეგ განაცხადა, ეს წაგება დადებითად წაადგებათ ჩემს შეგირდებს, რადგან მათ გამოფხიზლებას ხელს შეუწყობსო.

"რეალურად არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ჩვენ თამაშის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით, ტემპს განვსაზღვრავდით, მაგრამ გატანა ვერაფრით მოვახერხეთ.

"კანთან" წამყვან ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მივეცი, რადგან იქამდე "მარსელთან" და "აიაქსთან" დაძაბული შეხვედრები გვქონდა. ჩემპიონატში პირველი მარცხი პირველი დამსახურებული ალიყურია. ის ჩვენ ნამდვილად გამოგვადგება," - უთხრა გარდმა "ფრანს ფუტბოლს".

"მარსელთან" მე-6 ტურის შეხვედრის მეორე ტაიმში "ლიონის" ნახევარმცველმა კიმ კალსტრიომმა კოჭი იტკინა. რემი გარდი
იძულებული გახდა, შვედი 68-ე წუთზე შეეცვალა.

კოჭი აწუხებთ ასევე მის თანაგუნდელებს ლისანდრო ლოპესსა და იოან გურკუფს. თუ ამ უკანასკნელის მდგომარეობა უმძიმესია და მთელი 4 თვე ვერ ითამაშებს, კიმის თავს სერიოზული არაფერია. შვედი ლაზარეთში დაახლოებით 10 დღეს გაატარებს და ჩემპიონატში "ბორდოსთან" და პსჟ-სთან შეხვედრებს გამოტოვებს. ისAარ იქნება არც ჩემპიონთა ლიგაში ზაგრების "დინამოსთან".

"ლიონის" 34 წლის ცენტრალური მცველის, ბრაზილიელი კრისის თქმით ის ფეხბურთიდან წასვლას "ლიონთან" კონტრაქტის ამოწურვისთანავე გეგმავს. მხარეთა შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2013 წელს გასდის. კრისი 2004 წლიდან "ლიონშია". მან 3-ჯერ მოასწრო საფრანგეთის ჩემპიონობა, ხოლო ორჯერ საფრანგეთის წლის ფეხბურთელის წოდება დაიმსახურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული