მოსალოდნელი გაცვლა

AutoSharing Option
"მარსელი" "მილანს" გაცვლას სთავაზობს – სურს, კლაას-იან ჰუნტელაარის სანაცვლოდ იტალიელებს ჰატემ ბენ არფა დაუთმოს. ფრანგთა დამრიგებელი დიდიე დეშამი გუნდის "ფენერბახჩეში" წასული ლიდერის, მამადუ ნიანგის სრულფასოვნად შეცვლას ლამობს და ჰოლანდიელი იდეალურ კანდიდატურად მიაჩნია.

საერთოდ, ჰუნტელაარი ბენ არფაზე ძვირი ღირს, ამიტომაც გაცვლა ბარტერული ვერ გამოვა. "მარსელი" მზადაა, ფეხბურთელებს შორის ფასთა სხვაობაც დაფაროს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული