დასჯილთაგან ყველაზე უკმაყოფილო ნიკოლა ანელკა უნდა ყოფილიყო, ვინც სამხრეთ აფრიკაში "სამფეროვანთა" მწვრთნელ რაიმონ დომენეკს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დისციპლინის დამცველთაგან 18-მატჩიანი სანაკრებო დისკვალიფიკაცია მიიღო. მაგრამ 31 წლის ფორვარდი მიღებულმა დისკვალიფიკაციამ არა განარისხა ან გაანაწყენა, არამედ სარკაზმის ხასიათზე მოიყვანა.
"მათი გადაწყვეტილების გამო სიცილით ვიგუდები, - უთხრა "ჩელსის" შემტევმა France-Soir-ს, - ეს ადამიანები ნამდვილი მასხარები არიან".