ნიკოლა ანელკა: ნამდვილი მასხარები არიან

AutoSharing Option
გუშინ საფრანგეთის ფედერაციაში საგანგებო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზედაც მსოფლიოს ჩემპიონატზე "თავგამოჩენილ" ფეხბურთელებს სხვადასხვა ხანგრძლივობის დისკვალიფიკაციები მიესაჯა.

დასჯილთაგან ყველაზე უკმაყოფილო ნიკოლა ანელკა უნდა ყოფილიყო, ვინც სამხრეთ აფრიკაში "სამფეროვანთა" მწვრთნელ რაიმონ დომენეკს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დისციპლინის დამცველთაგან 18-მატჩიანი სანაკრებო დისკვალიფიკაცია მიიღო. მაგრამ 31 წლის ფორვარდი მიღებულმა დისკვალიფიკაციამ არა განარისხა ან გაანაწყენა, არამედ სარკაზმის ხასიათზე მოიყვანა.

"მათი გადაწყვეტილების გამო სიცილით ვიგუდები, - უთხრა "ჩელსის" შემტევმა France-Soir-ს, - ეს ადამიანები ნამდვილი მასხარები არიან".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული