მარსელში სილვესტრი გაახსენდათ

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონი "მარსელის" მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშანმა დაადასტურა ინფორმაცია მიქაელ სილვესტრით დაინტერესების შესახებ. საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გასული სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონის "არსენალი" დატოვა და დღესდღეობით უკლუბოდაა. დეშანი იმედოვნებს, რომ 33 წლის სილვესტრი თავისი გამოცდილების გაზიარებით მარსელელებს დიდ სამსახურს გაუწევს და გუნდის უკანა ხაზს გააძლიერებს. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონმა ახალი ჩემპიონატი ძალზე წარუმატებლად დაიწყო, წააგო რა ორივე სასტარტო მატჩი და ჯამში 5 გოლი გაუშვა.

რაც შეხება მიქაელ სილვესტრს, ვეტერანი ფრანგის გადაბირება "ვესტ ჰემსა" და "ბოლტონსაც" სურთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული