დღეს
ლანსი-მონაკო 21:00
ლიონი-ბრესტი 21:00
მარსელი-ლორიანი 21:00
ნიცა-ნანსი 21:00
რენი-სენტ ეტიენი 21:00
ტულუზი-არლი 21:00
ოსერი-ვალანსიენი 23:00
ხვალ
მონპელიე-კაენი 19:00
სოშო-ლილი 19:00
პსჟ-ბორდო 23:00
საფრანგეთის ჩემპიონი მე-3 ტურს ქულათა გრაფაში ნულით ხვდება. დიდიე დეშამის გუნდის გარდა ასეთი ცუდი სტარტი კიდევ ორ კლუბს აქვს, დებიუტანტ "არლს" და ექსჩემპიონ "ბორდოს". დღეს "ველოდრომზე" "მარსელი" "ლორიანს" მასპინძლობს და ის ტურს შენაძენით ხვდება - წინა ტურში ჩემპიონმა კაპიტანი და ბომბარდირი მამადუ ნიანგი დაკარგა, რომელიც "ფენერბაჰჩეში" გადავიდა. კვირაზე მეტი არ დასჭირვებიათ "მარსელის" ბოსებს სენეგალელის შემცვლელის საპოვნელად - სამხრეთულმა კლუბმა "ნიცას" ფორვარდი ლოიკ რემი დაიბევა. დიდიე დეშამმა მშრალად და გასაგებად
23 წლის რემიმ გუშინ სამედიცინო შემოწმება გაიარა და "ოლიმპიკთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. "მარსელს" ფორვარდი, რომლის ხელში ჩაგდებაც ესპანურ და ინგლისურ გრანდებს სურდათ, დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაუჯდა. ის უკვე განაცხადში შეიყვანეს და "ლორიანთან" თამაშის უფლება აქვს. ჰო და, მივადექით მეტად კომიკურ სიტუაციას - წინა ტურში რემიმ უკანასკნელი მატჩი "ნიცას" მაისურით სწორედ "ლორიანის" წინააღმდეგ ითამაშა და გოლიც გაიტანა. თუკი ახალგაზრდა ფორვარდი კვლავაც გამოიჩენს თავს, უნიკალური მიღწევის პატრონი გახდება, ერთ ტურნირში 7 დღის განმავლობაში ორი სხვადასხვა კლუბის მაისურით გაუტანს გოლს "ლორიანს"!
"გახარებული ვარ ასეთ დიდ კლუბში რომ მოვხვდი, როგორიც "მარსელია". იმედია, სასტარტოში დამკვიდრებას შევძლებ, ეს კი "მარსელში" ერთობ რთული საქმეა", - განაცხადა საფრანგეთის ნაკრების წევრმა. რემის დამატებით დეშამი შეტევაში პრობლემებს ვერ აღმოფხვრის, რადგან გუნდი ნიანგის გარდა დატოვეს კონემ, სამასამ და მორიენტესმა, ხოლო ბენ არფას ცოცხალი თავით აღარ სურს "მარსელში" თამაში, თუ კლუბიდან არ გაუშვებენ. ბენ არფა დიდიე დეშამთან უბრადაა და არ ელაპარაკება.
"არლ-ავინიონი" უცნაური გუნდია, ბოლო ხუთ წელიწადში, ის ოთხჯერ აღზევდა, მას აქვს ლიგა 1-ში ყველაზე მცირე ბიუჯეტი, წააგო საწყისი მატჩები არცთუ ძლიერ მეტოქეებთან, თუმცა "არლის" თავკაცი მიშელ ესტევანი სულაც არ ღელავს - ის მიიჩნევს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და "არლს" უძლიერესთა კოჰორტაში დამკვიდრება არ უნდა გაუჭირდეს. ალჟირული წარმოშობის მწვრთნელს, რომელსაც ფრანგთა ჰარი რედნაპს უწოდებენ, 3-3-1-3 სისტემით ათამაშებს "არლს". ახლა უკვე მის განკარგულებაში ორი გამოცდილი ფეხბურთელია, ევრო-2004-ის ბერძენი ტრიუმფატორები: ანგელოს ბასინასი და ანგელოს ხარისტეასი. დღეს "არლი" ლიდერებში დამკვიდრებულ "ტულუზს" ესტუმრება.
"კაენის" ფორვარდმა იუსეფ ელ-არაბიმ ლიგა დიდებულად დაიწყო, პირველ ორ ტურში მან თითო გოლი გაიტანა და მისმა გუნდმა ქულათა მაქსიმუმი აიღო. შეძლებს კი 23 წლის ფორვარდი ტრიუმფული სვლის გაგრძელებას? ნორმანდიული კლუბი სამხრეთში მიდის და შარშან მე-5 ადგილზე გასულ "მონპელიეს" სტუმრობს. კლუბს, რომელიც სამარცხვინოდ გამოეთიშა ევროთასებს სუსტ უნგრულ "დიორი ეტოსთან" ორთაბრძოლაში. აი, რას ამბობს ელ-არაბის შესახემ მისი თანაკლუბელი ბენჟამინ ნივე: "ელ-არაბის აქვს ყველა მონაცემი, რომ მაღალი კლასის ფორვარდი გახდეს. სწრაფი და ეფექტურია, ტექნიკა არ დაეწუნება და ორივე ფეხით ერთნაირად ურტყამს. მეტოქის სივრცეებს კარგად ითვისებს. ამას გარდა, მას გუნდში მეგობრული ატმოსფერო შემოაქვს, მოკლედ დიდებული ბიჭია. ერთი არ ვიცი, რამდენად დიდ ხანს შევძლებთ მის შენარჩუნებას "კაენში".
მე-3 ტური უთუოდ ყველაზე საინტერესო დაპირისპირებით დასრულდება - "პარი სენ ჟერმენი" ჟან ტიგანას "ბორდოს" მასპინძლობს. ტიგანამ თუ კიდევ წააგო, ისევ (როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში) უმუშევრად ყოფნა მოუწევს... გუშინ ამ დაპირისპირების რამდენიმე ასეული ბილეთიღა იყო გაყიდვაში დარჩენილი.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ტულუზი 2 2 0 0 4-1 6
2. კაენი 2 2 0 0 5-3 6
3. რენი 2 1 1 0 4-1 4
4. პსჟ 2 1 1 0 3-1 4
5. ვალანსიენი 2 1 1 0 3-2 4
6. ნიცა 2 1 1 0 2-1 4
7. მონპელიე 2 1 1 0 1-0 4
8. სოშო 2 1 0 1 4-4 3
9. ლანსი 2 1 0 1 2-2 3
10. სტ. ეტიენი 2 1 0 1 4-5 3
11. ნანსი 2 1 0 1 2-4 3
12. ოსერი 2 0 2 0 3-3 2
13. ლილი 2 0 2 0 1-1 2
14. მონაკო 2 0 2 0 0-0 2
15. ლორიანი 2 0 1 1 3-4 1
16. ლიონი 2 0 1 1 2-3 1
17. ბრესტი 2 0 1 1 1-3 1
18. მარსელი 2 0 0 2 3-5 0
19. ბორდო 2 0 0 2 1-3 0
20. არლი 2 0 0 2 1-3 0