ევრა არ ეგუება

AutoSharing Option
თუკი ნიკოლა ანელკამ ნაკრებიდან 18 მატჩით მოკვეთის შემდეგ ფრანგული ფეხბურთის მამებს მასხარები უწოდა და ამით შემოიფარგლა, "სამფეროვანთა" ექსკაპიტანი პატრის ევრა 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციის გაპროტესტებას აპირებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი პრესასთან ამ საკითხზე არ საუბრობს, მის ნაცვლად კომენტარებს ადვოკატი აკეთებს.

"ბატონ პატრის ევრას საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციიდან 5მატჩიანი სანაკრებო დისკვალიფიკაციის თაობაზე შეტყობინება დღემდე არ მიუღია. მან ამის შესახებ პრესის საშუალებით შეიტყო. მიუხედავად ამისა, ჩემი კლიენტი ამ დისკვალიფიკაციის გაპროტესტებას აპირებს. შესაბამის საბუთებს ვაგროვებთ და როცა მოვემზადებით, სააპაელაციო ორგანოებს აუცილებლად მივმართავთ", - განაცხადა ევრას ადვოკატმა
ჟან-ივ ფუკარმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული