"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი პრესასთან ამ საკითხზე არ საუბრობს, მის ნაცვლად კომენტარებს ადვოკატი აკეთებს.
"ბატონ პატრის ევრას საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციიდან 5მატჩიანი სანაკრებო დისკვალიფიკაციის თაობაზე შეტყობინება დღემდე არ მიუღია. მან ამის შესახებ პრესის საშუალებით შეიტყო. მიუხედავად ამისა, ჩემი კლიენტი ამ დისკვალიფიკაციის გაპროტესტებას აპირებს. შესაბამის საბუთებს ვაგროვებთ და როცა მოვემზადებით, სააპაელაციო ორგანოებს აუცილებლად მივმართავთ", - განაცხადა ევრას ადვოკატმა