ბლანმა 20 ფრანგი შეკრიბა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრები ევრო-2012-ის შესარჩევ კამპანიას 3 სექტემბერს "სტად დე ფრანსზე" ბელარუსების მასპინძლობით გახსნის, ხოლო 7-ში ლორან ბლანის გუნდი სარაევოში ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ამ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად "მამლების" მთავარმა მწვრთნელმა 20 ფეხბურთელს უხმო და მის რჩეულთა შორის "ბარსელონას" მცველი ერიკ აბიდალი და "ტოტენჰემის" ახალწვეული ვილიამ გალასი არ არიან.

ალბათ გახსოვთ, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი პატრის ევრა დასაჯა, "ბაიერნის" ლიდერი ფრანკ რიბერი ნაკრებიდან სამი მატჩით მოკვეთა, ხოლო "ლიონის" ნახევარმცველი ჟერემი ტულალანი ერთ თამაშს გამოტოვებს. რაც შეეხება
ნიკოლა ანელკას, "ჩელსის" ფორვარდმა ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარი სკანდალის შემდეგ გააკეთა, რასაც ფრანგული ფეხბურთის მამებმა 18-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც დაურთეს.

"იმედია, ჟურნალისტებთან იმ ფეხბურთელებზე მომიწევს საუბარი, რომლებიც ნაკრებში არიან და არა იმათზე, ვინც მასში ვერ მოხვდნენ", - თქვა ბლანმა რჩეული ოცეულის გამოცხადებისას.

მეკარეები: სედრიკ კარასო ("ბორდო"), იუგო ლიორისი ("ლიონი"), სტივ მანდანდა ("მარსელი");

მცველები: გაელ კლიში ("არსენალი", ინგლისი), ფილიპ მეგზესი ("რომა", იტალია), ადილ რამი ("ლილი"), მამადუ საკო ("პარი სენ-ჟერმენი"), ბენუა ტრემულენა ("ბორდო");

ნახევარმცველები: აბუ დიაბი ("არსენალი", ლონდონი), ალუ დიარა ("ბორდო"), ლასანა დიარა ("რეალი", ესპანეთი), ფლორან მალუდა ("ჩელსი", ინგლისი), ჟერემი მენეზი ("რომა", იტალია), იან მ"ვილა ("რენი"), მატიე ვალბუენა ("მარსელი");

თავდამსხმელი: ქარიმ ბენზემა ("რეალი", ესპანეთი), კევინ გამეირო ("ლორიანი"), ლოიკ რემი ("მარსელი"), გიიომ ოარო ("პარი სენ-ჟერმენი"), ლუი საა ("ევერტონი", ინგლისი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული