ენცო, ზინედინის ვაჟი

AutoSharing Option
ზინედინ ზიდანის 15 წლის ვაჟი ენცო "რეალის" ჭაბუკთა გუნდში ფეხბურთს საკმაოდ კარგად თამაშობს, რამაც ფრანგი გენიოსის შვილისადმი ინტერესი ესპანეთის 16-წლამდელთა ნაკრების თავკაც სანტი დენიას აღუძრა.

საქმე ის არის, რომ ენცო როგორც საფრანგეთის, ისე ესპანეთის მოქალაქეცაა, თუმცა მისი სახელგანთქმული მამა აცხადებს, რომ ჯერჯერობით ადრეა ამ თემაზე საუბარი.

"სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე საუბარი ჯერჯერობით არ მსურს. კარგი იქნება, თუკი ენცოს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია გაუგზავნის ნაკრებში მიწვევას, ანალოგიური გამოძახების მიღება არც ესპანეთის ფედერაციისგან იქნებოდა ურიგო. გავა დრო და ენცო თავად გადაწყვეტს", - თქვა
ზინედინ ზიდანმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი ბიჭია როგორც ჩანს , ზიზუს ბიჭი ცუდი არ იქნება
Nikusha
21:57 09-09-2010
0

სიახლეები პოპულარული