პირველმა აფროსომეხმა ფრანგები დიდ შარში გახვია

AutoSharing Option

"პარი სენ ჟერმენი" მაგარ შარშია - ფრანგულ კლუბს "სევილია" უჩივის და, საქმეს ისეთი პირი უჩანს, სამართლიანადაც. ანდალუსიურმა კლუბმა უკვე შეიტანა საჩივარი უეფაში, რომლის მიხედვითაც პსჟ-ს 24 წლის გოლკიპერი აპულა ედელი სულაც არ არის ის პირი, რომელადაც თავს ასაღებს. სინამდვილეში მისი სახელია ამბროიზ ბეიემა და სულაც 29 წლისაა. კამერუნელთა ყოფილი მწვრთნელი ნიკოლა ფილბერი ამტკიცებს, რომ მეკარემ განგებ გააყალბა თავისი ვინაობა.

თუკი ეს ბრალდება დაუმტკიცდა, "პარი სენ ჟერმენს" "სევილიასთან" მატჩში წაგებას ჩაუთვლიან, ასევე - "არლთან" შეხვედრაში (სულ ამ მატჩებში ითამაშა ედელმა). ედელმა

კი, შესაძლოა, თავი "ვირის აბანოში" ამოჰყოს. ფეხბურთელის აგენტი კრისტოფ ბიგო მშვიდადაა: "ედელს არასოდეს არ გამოუცვლია თავისი ვინაობა, მისტერ ფილბერი სისულელეებს როშავს", - უთხრა მან "მარკს".

სხვათა შორის, ატუბა ედელი პირველი... აფროსომეხი ფეხბურთელია - 2004-2005 წლებში მან სომხეთის ნაკრებში (მაშინ "პიუნიკის" ღირსებას იცავდა) 6 მატჩი ჩაატარა.   

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული