"პარი სენ ჟერმენი" მაგარ შარშია - ფრანგულ კლუბს "სევილია" უჩივის და, საქმეს ისეთი პირი უჩანს, სამართლიანადაც. ანდალუსიურმა კლუბმა უკვე შეიტანა საჩივარი უეფაში, რომლის მიხედვითაც პსჟ-ს 24 წლის გოლკიპერი აპულა ედელი სულაც არ არის ის პირი, რომელადაც თავს ასაღებს. სინამდვილეში მისი სახელია ამბროიზ ბეიემა და სულაც 29 წლისაა. კამერუნელთა ყოფილი მწვრთნელი ნიკოლა ფილბერი ამტკიცებს, რომ მეკარემ განგებ გააყალბა თავისი ვინაობა.
თუკი ეს ბრალდება დაუმტკიცდა, "პარი სენ ჟერმენს" "სევილიასთან" მატჩში წაგებას ჩაუთვლიან, ასევე - "არლთან" შეხვედრაში (სულ ამ მატჩებში ითამაშა ედელმა). ედელმა
სხვათა შორის, ატუბა ედელი პირველი... აფროსომეხი ფეხბურთელია - 2004-2005 წლებში მან სომხეთის ნაკრებში (მაშინ "პიუნიკის" ღირსებას იცავდა) 6 მატჩი ჩაატარა.