"ლიონის" თავდამსხმელმა ლისანდრო ლოპესმა კვირას, "ბორდოსთან" გასვლითი მატჩის 51-ე წუთზე ბარძაყის ტრავმა მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა. ამ დაზიანების გამო 27 წლის არგენტინელი შაბათს საფრანგეთის ჩემპიონატში ლიდერ "სენტ-ეტიენთან", ხოლო მომავალ ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში თელ ავივის "ჰაპოელთან" მატჩებს გამოტოვებს.
ლიონური კლუბის პრეზიდენტის ჟან-მიშელ ოლას თქმით, ლოპესს 2-3 კვირა გაუცდება.
"ორ-სამ დღეში ზუსტი დიაგნოზი გვექნება – ლისანდროს ბარძაყის კუნთი დაეჭიმა თუ გაუწყდა. ასეა თუ ისე, ლოპესი ლაზარეთში სულ ცოტა ორ კვირას გაატარებს", - თქვა ოლამ.