კლუბის პატრონაჟი თავის თავზე აიღეს "სტრასბურის" ყოფილმა ფეხბურთელმა მარკ კელერმა და მისმა მეგობარმა ბიზნესმენებმა.
კლუბი სულ რაღაც 4 წლის წინ ფრანგული ფეხბურთის ელიტური ლიგის მონაწილე გახლდათ, მაგრამ მას მერე ძალიან მძიმე დროება დაუდგა. უშუალოდ სპორტული წარუმატებლობების წინაპირობა უმძიმესი ფინანსური მდგომარეობა გახდა. კლუბი ქვედა ლიგებში დაეშვა და პროფესიული საფეხბურთო კლუბის სტატუსი დაკარგა.
გასული წლის
ახალი მეპატრონეები კლუბის აღორძინებას ისახავენ მიზნად. პირველ ეტაპზე ისინი ვალების გასტუმრებას გეგმავენ, რის გამოც მეხუთე დივიზიონში გამარჯვების მიუხედავად საფეხბურთო ლიგა მას მეოთხეში აღზევების უფლებას არ აძლევს.
ამ ეტაპზე "სტასბურის" საერთო დავალიანება 1,5 მილიონ ევროს აღწევს. მას მერე, რაც კრედიტორები სრულად დაკმაყოფილდებიან, გუნდის მშენებლობისა და საკლუბო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ეტაპობრივად დაიწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"