ლიონმა ლიპი უარყო

AutoSharing Option
"ლიონის" პრესსამსახურმა კატეგორიულად უარყო პრესაში გავრცელებული ხმები, თითქოსდა, კლუბის ხელმძღვანელობას კლოდ პიუელის გაშვება და მთავარი მწვრთნელის პოსტზე იტალიელი მარჩელო ლიპის მოყვანა გადაეწყვიტოს.

"ლიონი" მარჩელო ლიპისთან ყოველგვარ კონტაქტებს უარყოფს. ეს ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფია. არც რომელიმე სხვა სპეციალისტთან ვმართავთ მოლაპარაკებებს. ასეთივე სიცრუე ისიცაა, თითქოს კლოდ პიუელის დათხოვნას ვაპირებდეთ", - ნათქვამია "ლიონის" ოფიციალურ განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული