ლიგა 1. VII ტური
ამას წინათ "ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ მეტად საინტერესო რამ თქვა: "ჯერ კიდევ ორი წლის წინათ, ჟოზე მოურინიუს ჩემი გუნდის თავკაცობას ვთავაზობდი, მაგრამ ფინანსურ საკითხებზე ვერ მოვრიგდით".
არ ვიცით, რამდენად სიმართლეა, მაგრამ 2008 წლის ზაფხულში ოლა მწვრთნელად კლოდ პიუელი მოიყვანა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ალენ პერენი შეცვალა. სხვათა შორის, პერენმა კლუბში ერთადერთი სეზონი დაჰყო და არავინ იცის, გუნდმა მის ხელში საფრანგეთის ჩემპიონატი ზედიზედ მეშვიდედ რომ მოიგო, პერენის დამსახურება იყო, თუ ჩემპიონობა სანტინი-ლე გუენ-ულიეს მიერ აწყობილი მანქანის ინერციული
პერენი საფრანგეთიდან ყატარში გადაბარგდა და იქ კარგ ფულსაც შოულობს, "ლიონში" კი კლოდ პიუელია. ოლამ ორი წლის წინათ მოურინიუს მოყვანის მცდელობა რომ ახსენა, აი, რა დაამატა: "მაინც ვეცდები, ჟოზე მოურინიუ "ლიონში" მოვიყვანო, ოღონდ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ჩემს გუნდს კლოდ პიუელი აღარ უხელმძღვანელებს..."
მოურინიუს შევეშვათ, ის მაინც არაა "ლიონში" მომსვლელი და ოლა უბრალოდ ჟურნალისტებზე "მუშაობს" – ასეთი განცხადებებით ყურადღების გუნდის წარუმატებლობებიდან საკუთარ პერსონასა და სეუ ჟოზეზე განზრახ გადააქვს. "ლიონის" ყოფილ, ახლანდელ და ვინძლო, მომავალ მწვრთნელებს ამდენი იმიტომ "ვუტრიალეთ", რომ შაბათის მერე ეს თემა მეტად აქტუალური გახდა – ლიონელი ფანები პიუელის გადადგომას მოითხოვენ...
პერენის შემცვლელის ხელში პირველ სეზონში გუნდმა 7-წლიანი ძლევამოსილი სვლა შეწყვიტა და მესამე ადგილს დასჯერდა, ხოლო გასული სეზონი ვიცე-ჩემპიონის რანგში დაამთავრა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ისტორიაში პირველად კი გავიდა.
შაბათს კი პიუელის გუნდს კვლავ არ გაუმართლა – "არ გაუმართლა" იმიტომ, რომ "ლიონი" არათუ მარცხს არ იმსახურებდა, ფრეც კი ალოგიკური შედეგი იქნებოდა, ხოლო "კვლავ" ბორდოული თამაშის გახსენებამ დაგვაწერინა. ერთი კვირით ადრე ლიონელები "ბორდოსთან" დამარცხდნენ, არადა მეტოქეს არაფერში ჩამოუვარდებოდნენ და უბრალოდ ბორდოელებმა თავისი მომენტები გამოიყენეს, ხოლო ლიონელებმა – არა. შაბათის მატჩზე კი საუბარიც ზედმეტია, "ლიონმა" ჩემპიონატის სენსაციური ლიდერი "სენტ-ეტიენი" ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაჩაგრა, მაგრამ მაინც წააგო ისეთი მატჩი, რომელიც წესით 4-5-ბურთიანი სხვაობით უნდა მოეგო.
"სტად ჟერლანზე" მისულმა თითქმის 40 ათასმა მაყურებელმა იშვიათი ცალკარა იხილა – მასპინძლები უდიდეს ტერიტორიულ თუ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. ასე დაიწყო თამაში და ასე იყო მთელი 90 წუთის განმავლობაში. ბურთი "მწვანეთა" ძელსაც მოხვდა, ხარიხასაც, სტუმართა მეკარე ხომ დაფრინავდა და პლუს ამას, ჟერემი ჟანოს მცველებიც კარგად აზღვევდნენ. ერთხელ ბურთი უკვე დაუცველი კარიდან ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა დიმიტრი პაიემაც გამოიტანა! 55-ე წუთზე კი სტუმრები ანტონი გოტიემაც იხსნა. იკითხავთ, ეს გოტიე ვინღაა. ვინ და მატჩის არბიტრი. ამ კაცმა მეორე ტაიმის მეათე წუთზე "სენტ-ეტიენის" კარში ასპროცენტიანი პენალტი არ დანიშნა. მინდორზე მყოფი ლიონელები გაოგნდნენ, როცა მათი ხორვატი მცველის, დეიან ლოვრენის დარტყმის შემდეგ კარში მიმავალი ბურთი სტუმარი გუნდის ერთ-ერთ მცველს ხელზე მოხვდა და არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა. პიუელმა ხომ ფერი დაკარგა და სათადარიგო მეკარემ რემი ვერკუტრმა თავი გაიგიჟა და რეფერის საცემად გაიწია.
ვერკუტრი თანაგუნდელებმა ძლივს გააკავეს, ხოლო გოტიემ ყვითელი ბარათი უჩვენა, რაზეც პასუხად ჩვენებური "წადი, შენი..."-ს ფრანგული ანალოგი მიიღო. რეფერიმ არ დაუთმო და თავისი იარაღი მეორედ გამოიყენა - სათადარიგო კიპერს მეორე ყვითელი და შემდეგ წითელი ბარათიც უჩვენა.
ამ მომენტმა ლიონელები კი არ გატეხა, პირიქით, მეტი ჟინით შეტევისკენ უბიძგა. ისევ ძელი, ხარიხა, ოდნავ არაზუსტი დარტყმების სერია... 75-ე წუთზე კი იქამდე აბსოლუტურად უსაქმოდ მყოფი უგო ლიორისის კარისკენ ჯარიმა დაინიშნა, ბურთთან ხსენებული პაიე მივიდა და 20 მეტრიდან ლიონელთა კარი მაღალი კუთხე ულამაზესი ჩახვეული დარტყმით აიღო. ეს პაიეს მეშვიდე გოლი იყო პირველობის მეშვიდე მატჩში, ხოლო ლიონელები ნამდვილ შოკი აღმოჩნდნენ.
მართლაც ძნელი გასახსენებელია, როცა ერთ გუნდს მეორეზე ამხელა უპირატესობა აქვს და მარცხდება. ლიონელებმა ჟანოს კარის მიმართულებით 27-ჯერ დაარტყეს, 11 კუთხური მოაწოდეს, მაგრამ ეს მათი დღე არ იყო. საიუბილეო, მეასე რონული დერბი სრულიად უსამართლო შედეგით დასრულდა – 0:1.
რასაკვირველია, "ჟერლანზეც" და ტელეეკრანებთანაც "ლიონის" უამრავი ქომაგი აღიარებდა, რომ გუნდს ფატალურად არ გაუმართლა. მაგრამ არიან რადიკალებიც – თამაში ჯერ მორჩენილიც არ იყო, სტადიონის ტრიბუნაზე დიდი ბანერი რომ გაიშალა მოწოდებით "პიუელ, დატოვე თანამდებობა". მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კლოდ პიუელი გულგატეხილი იყო. "ხანდახან ფეხბურთი უსამართლოა. "სენტ-ეტიენს" გამარჯვებას ვულოცავ. ამ გუნდმა ჩაგვიტარა გაკვეთილი თემაზე "როგორ უნდა მოიგო, როცა ამის შანსი არ გაქვს". ჩემი ფეხბურთელები იმედგაცრუებულნი არიან. რაც შეეხება ჩემს გადადგომას, საკუთარი ნებით ამ ნაბიჯს არ გადავდგამ. მე ის კაცი ვარ, რომელიც "ლიონს" სჭირდება", - თქვა პიუელმა.
"სენტ-ეტიენმა" ბედის საჩუქარი, დაუგეგმავი სამი ქულა ჩაიჯიბა და ცხრილის პირველ საფეხურზე უკვე კომფორტულად გამაგრდა, რაკი "ტულუზმა" "ლილთან" შეხვედრაში ქულის გადარჩენა რის ვაი-ვაგლახით შეძლო. ზედიზედ მესამე ვერმოგებულმა მატჩმა სამხრეთელები ცხრილის მესამე საფეხურამდე ჩამოაქვეითა, ხოლო მეორეზე "რენი" ავიდა, რომელმაც ლაჟვარდოვან სანაპიროზე სტუმრობა სამი ქულის მოპოვებით აღნიშნა. "რენის" გარდა წაუგებლად ხსენებული "ლილიც" ასპარეზობს, თუმცა ჩრდილოელებს 7 მატჩიდან მხოლოდ 2 აქვთ მოგებული.
"მარსელმა" ტაიე ტაივოსა და ლუჩო გონსალესის საუცხოო გოლებით "სოშო" დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა, ხოლო ფრანგული საფეხბურთო ელიტის ახალმა წარმომადგენელმა "არლმა" ქულის აღება ვერც მეშვიდე ტურში მოახერხა – მონპელიეში 1:3 წააგო.
ოსერი-ნანსი 2:2
ოსერი: სორენი, ანგბარი, კულიბალი, მინიო, გრიხტინგი, პედრეტი, ნდინგა, ოლიეჩი, ბირსა (71. შაფნი), ლანჟილი, კონტუ.
ნანსი: ბრასილიანო, კრეტიენი, სამი, ანდრე ლუიში (46. ნდიაი), ლემეტრი, ტრაორე, ნგუემო, ფერე (87. დიაკიტე), ვაირუა (74. კორეა), კიუვიიე, ჰაჯი.
გოლები: 1:0 ოლიეჩი (2), 2:0 ოლიეჩი (11), 2:1 კიუვიიე (17), 2:2 ვაირუა (37)
გაფრთხილება: 3-2; კარში დარტყმა: 15-8 (6-5); ჯარიმა: 8-17; კუთხური: 3-1; თამაშგარე: 3-1; ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 7 664
კაენი-ბორდო 0:0
კაენი: ტებო, ბარსოლა, სორბონი, ერტო (89. ლაზარევიჩი), ტაფორო, მარკი, ამუმა, იატაბარე, ნივე, მოლო (64. ტრაორე), ელ-არაბი.
ბორდო: კარასო, შალმე, ფერნანდუ, სიანი, ტრემულენა, დიარა, გუფრანი, პლაშილი, ჟუსიე, ვენდელი (66. ბენ ხალფალა), მააზუ (57. მოდესტი).
გაფრთხილება: 2-2; კარში დარტყმა: 3-13 (1-5); ჯარიმა: 20-11; კუთხური: 3-2; თამაშგარე: 4-4; ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 19 467
ლორიანი-მონაკო 2:1
ლორიანი: ოდარი, ბაკა, ეკიუელ მანგა, ბურიიონი, ლე ლანი, ამალფიტანო, რომაო, მვუემბა, დიარა (85. მონე-პაკე), გამეირო, კიტამბალა.
მონაკო: რუფიე, ადრიანუ, პიუიგრენიე, მონგონგუ, კურზავა (60. ლოლო), მენდი, ნკულუ, ობამეიანგი, ნიკულაე (46. ჰანსონი), პარკი, მბოკანი (88. ბიულო).
გოლები: 1:0 გამეირო (6), 1:1 მბოკანი (26), 2:1 კიტამბალა (89)
გაძევება: პიუიგრენიე (45)
გაფრთხილება: 1-4; კარში დარტყმა: 18-2 (6-1); ჯარიმა: 8-20; კუთხური: 8-0; თამაშგარე: 3-1; ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 16 021
მარსელი-სოშო 2:1
მარსელი: მანდანდა, ასპილიკუეტა (71. კაბორე), დიავარა, მბია, ტაივო, ლუჩო, სისე, შეირუ, ვალბუენა (61. რემი), ჟინიაკი, ანდრე აიუ (79. ბრანდაუ).
სოშო: დრეიერი, ფატი, პერკი, ბრეშე, სოჟე, ბუდებუზი (64. მორის-ბელეი), კარლაუ (80. ბიუტენი), ანენი, მარტენი, ბრაუნი, მაიგა.
გოლები: 1:0 ტაივო (19), 2:0 ლუჩო (61), 2:1 მორის-ბელეი (76)
გაფრთხილება: 0-2; კარში დარტყმა: 24-8 (5-2); ჯარიმა: 15-17; კუთხური: 9-2; თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 49 895
მონპელიე-არლი 3:1
მონპელიე: ჟურდრანი, კოლენი, იანგა-მ"ბივა, სპაჰიჩი, ჟენშანი, პიტო, მარვო, ესტრადა (87. მარტენი), ბელჰანდა, ჟირუ (65. კამარა), ქაბზე (69. სტამბული).
არლი: პლანტე, აბენზოარი, მეხია, პავონი, ფანშონი, ჯა ჯეჯე, პიოსელი, ბასინასი (79. ბენ იდირი), პსომი, მერიემი, ხარისტეასი (42. კერმორგანი).
გოლები: 1:0 ჟირუ (42), 2:0 ჟირუ (48 პენ.), 2:1 კერმორგანტი (61), 3:1 კამარა (82)
გაძევება: კოლენი (54)
გაფრთხილება: 2-4; კარში დარტყმა: 11-14 (4-4); ჯარიმა: 21-24; კუთხური: 5-4; თამაშგარე: 2-3; ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 11 044
ნიცა-რენი 1:2
ნიცა: ოსპინა, კულიბალი, სიველი, მაბიალა, გასი, დიაკიტე, საბლე (82. ბენ საადა), მულუნგი (52. ბამოგო), ფაე, მუნიე (85. ტრაორე), ლიუბოია.
რენი: დუშე, დანზე, კანა-ბიიკი, მანგანი, ტეოფილ-კატრენი, მანჯეკი (63. დუმბია), დალმა, მვილა, ლერუა (73. ეკოკო), მონტანიო, მარვო (89. ბრაიმი).
გოლები: 0:1 დალმა (7), 1:1 ლიუბოია (26), 1:2 მონტანიო (77)
გაფრთხილება: 2-3; კარში დარტყმა: 8-10 (2-5); ჯარიმა: 13-21; კუთხური: 2-4; თამაშგარე: 2-3; ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 7 577
ლიონი-სენტ-ეტიენი 0:1
ლიონი: ლიორისი, რევეიე, დიაქატე, ლოვრენი, სისოკო, ტულალანი, კალსტრიომი, ბრიანი (87. პიე), ბაშტუში, გურკუფი (82. პიანიჩი), გომისი.
სენტ-ეტიენი: ჟანო, ებონდო, მარშალი, მონსორო, ბოკანეგრა, პერენი, მატუიდი, ბატლესი (72. გვილავოგვი), საკო (69. ბერხესიო), პაიე, რივიერი.
გოლი: 0:1 პაიე (75)
გაძევება: ვერკუტრი (ლიონი, 55)
გაფრთხილება: 5-4; კარში დარტყმა: 27-6 (5-2); ჯარიმა: 11-21; კუთხური: 11-1; თამაშგარე: 1-1; ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 39 408
ბრესტი-ვალანსიენი 1:0
ბრესტი: ელანა, დაფი, ბრუ აპანგა, ქანთარი, ბეისი, ევოლო, ლიჩკა, ტურე (58. გრუჟი), მიჩოლა (74. პუაიე), ლეზუამიე (85. ნგოი), რუ.
ვალანსიენი: პენეტო, მატერი (82. აბუბაკარი), მირინი, ბალდე, ბონგი, დიუკურტიუ, დანიკი, კოადი, დოსევი, სამასა, პუჟოლი.
გოლი: 1:0 რუ (77)
გაფრთხილება: 0-3; კარში დარტყმა: 14-5 (5-3); ჯარიმა: 14-19; კუთხური: 7-4; თამაშგარე: 1-3; ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 11 520
ტულუზი-ლილი 1:1
ტულუზი: ვალვერდე, გუნინო, სეტო, ფოფანა, კონგრე, კაპუ, სისოკო (68. ბრაატენი), დევო, დიდო, მაშადუ (81. რეგატენი), სანტანდერი (61. ტაფერი).
ლილი: ლანდრო, ვანდამი (74. შეჯუ), რამი, როზეჰნალი, ემერსონი, ბალმონი, მავუბა, კაბეი, ჟერვინიო, სოვი (80. ფრო), ობრანიაკი (70. აზარი).
გოლები: 0:1 ჟერვინიო (27), 1:1 დევო (75)
გაფრთხილება: 3-3; კარში დარტყმა: 14-7 (5-2); ჯარიმა: 21-12; კუთხური: 3-0; თამაშგარე: 0-0; ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 15 101
ლანსი-პსჟ 0:2
ლანსი: რუნიე, დემონი, იაჰია, ჰერმაში, ბედიმო, სერტიჩი, კოვაჩევიჩი (87. აკალე), ედუარდუ (73. ჟემაა), რუდე, ბუკარი, მაულიდა (62. პოლე).
პარი სენ-ჟერმენი: ედელი, ჟალე, არმანი, საკო, ტიენე, ჟიული (75. კლემანი), მაკელელე, შანტომი, ნენე, ერდინჩი, ოარო (80. ლუინდულა).
გოლი: 0:1 ბედიმო (50, ს.კ.), 0:2 ნენე (90)
გაფრთხილება: 1-3; კარში დარტყმა: 9-14 (3-5); ჯარიმა: 18-19; კუთხური: 3-7; თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 28 676
1. სტ.-ეტიენი 7 5 1 1 12:6 16
2. რენი 7 4 3 0 9:3 15
3. ტულუზი 7 4 2 1 9:4 14
4. კაენი 7 3 3 1 7:6 12
5. პსჟ 7 3 2 2 11:6 11
6. მარსელი 7 3 2 2 13:9 11
7. ლილი 7 2 5 0 8:4 11
8. ბრესტი 7 3 2 2 6:4 11
9. მონპელიე 7 3 2 2 6:6 11
10. სოშო 7 3 1 3 13:9 10
11. ნიცა 7 2 3 2 7:10 9
12. მონაკო 7 1 5 1 7:6 8
13. ბორდო 7 2 2 3 7:7 8
14. ლორიანი 7 2 2 3 7:8 8
15. ნანსი 7 2 2 3 7:12 8
16. ვალანსიენი 7 1 4 2 6:7 7
17. ოსერი 7 0 5 2 7:10 5
18. ლიონი 7 1 2 4 4:9 5
19. ლანსი 7 1 2 4 7:14 5
20. არლი 7 0 0 7 3:16 0
ბომბარდირები: 7 - პაიე (სენტ-ეტიენი), 4 - ელ არაბი (კაენი), ნენე (პსჟ).
ლიგა 2. VIII ტური
ისტრი-კლერმონი 2:2
გოლები: 0:1 ალესანდრინი (14), 0:2 ბეიო (19), 1:2 ადეილსონი (25), 2:2 პერენელი (78 ს.კ.)
ლავალი-აიაჩო 0:0
ლე ავრი-ანჟერი 1:0
გოლი: 1:0 ფოლი (88 ს.კ.)
ლე მანი-დიჟონი 2:2
გოლები: 1:0 პოლი (18 ს.კ.), 2:0 ჰელსტადი (33), 2:1 სანხარე (61), 2:2 რიბასი (90)
მეცი-რეიმსი 0:0
ნანტი-გრენობლი 2:1
გოლები: 1:0 დარბიონი (20), 2:0 პიერი (25), 2:1 ბურაბია (76)
ნიმი-სედანი 2:0
გოლები: 1:0 სტოშიჩი (45), 2:0 სტოშიჩი (51)
ტრუა-შატორუ 3:1
გოლები: 1:0 დუამელი (33), 2:0 მარკუში (45 პენ.), 2:1 ლაფურკადი (81), 3:1 დიუფური (90 ს.კ.)
ვანი-ტური 0:0
ევიანი-ბულონი დღეს
1. ტური 8 5 2 1 13:8 17
2. ტრუა 8 5 0 3 11:6 15
3. სედანი 8 4 2 2 15:9 14
4. ევიანი 7 4 1 2 11:8 13
5. ლე ავრი 8 4 1 3 9:7 13
6. შატორუ 8 3 3 2 8:7 12
7. დიჟონი 8 2 5 1 13:9 11
8. ბულონი 7 2 5 0 7:4 11
9. ნანტი 8 3 2 3 8:7 11
10. ლე მანი 8 2 4 2 9:9 10
11. ნიმი 8 3 1 4 7:7 10
12. აიაჩო 8 2 4 2 5:6 10
13. ვანი 8 3 1 4 7:12 10
14. კლერმონი 8 2 3 3 12:15 9
15. ანჟერი 8 2 3 3 5:8 9
16. ისტრი 8 1 5 2 5:7 8
17. ლავალი 8 1 5 2 4:6 8
18. რეიმსი 8 1 4 3 7:11 7
19. მეცი 8 1 3 4 2:6 6
20. გრენობლი 8 2 0 6 3:9 6
ბომბარდირები: 9 - გიე გიე (ტური), 6 - რიბასი (დიჟონი), 5 - მარკუში (სედანი).
ლელო