ერთი კვირის წინათ ეს კლუბი მთავარმა მწვრთნელმა დატოვა – ფენომენალურმა მიშელ ესტევანმა, ვინც ხუთ სეზონში "არლს" ოთხი ფრანგული ლიგა მოაგებინა და ქვეყნის საფეხბურთო ელიტაში აღაზევა. ამ მიღწევით ესტევანი ფრანგული ფეხბურთის ლეგენდებს გაუთანაბრდა – გი რუს და მიშელ ლე მილენერს. თუმცა, ლიგა 1-სთვის ესტევანის კვალიფიკაცია საკმარისი არ აღმოჩნდა და მანაც საყვარელი კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა.
მას მერე "არლს" მწვრთნელთა დუეტი ხელმძღვანელობს – ჟან-ლუი საზი და
ჯერჯერობით ამ საქმეში ასეთი ამბებია – სალერნომ რამდენიმე დღის წინათ თქვა, სამი კანდიდატი შევარჩიე, რომელთაგან ერთ-ერთი ფარუქ ჰაჯიბეგიჩია, მეორე – რიკარდუ გომიში, მესამეს კი ჯერჯერობით არ დავასახელებო.
მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა – ბრაზილიელ რიკარდუ გომიშზე ავინიონელებმა უარი თქვეს და ჰაჯიბეგიჩს ტიერი ლორეი და პატრიკ რემი დაემატნენ. მარსელ სალერნო თავის გუნდს სწორედ ამ სამეულიდან შეურჩევს დამრიგებელს. ჩვენ კი კანდიდატებს უფრო კარგად გაგაცნობთ: ტიერი ლორეი არის 46 წლის და მწვრთნელად ლიგა 2-ის კლუბებში – "სეტსა" და "სედანში" უმუშავია; პატრიკ რემი გაცილებით გამოცდილია – 56 წლის სპეციალისტის აქტივში "ბოვეში", "სედანში", "კაენში", "გენგამში", "ტრუასა" და ბელგიურ "გენტში" მუშაობაა; ფარუქ ჰაჯიბეგიჩი კი ამ სამეულიდან ყველაზე ცნობილი კაცია – იუგოსლავიის ნაკრებში 62 მატჩი ჩაუტარებია. 52 წლის ბოსნიელის სამწვრთნელო კარიერაც მეტად მდიდარია – "სოშო", "ტრუა", "ნიორი", "დიჟონი", "ბასტია", ესპანური "ბეტისი", თურქული "გაზიანთეფსფორი", "დიარბაქირსფორი", "დენიზლისფორი" და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები.