ჟან-მიშელ ოლა: 35 მილიონი უმნიშვნელო ზარალია

AutoSharing Option
სამშაბათს "ლიონმა" ბოლო ერთი წლის ხარჯებისა და ფინანსური მოგება-წაგების ოფიციალური ანგარიში გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ ფრანგულმა გრანდმა 35,5 მილიონი ევრო იზარალა. შედარებისთვის: ბიუჯეტის შარშანდელმა დეფიციტმა მხოლოდ 5,3 მილიონი ევრო შეადგინა.

საინტერესოა, რომ ამ ინფორმაციას "ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა დიდად არ შეუწუხებია.

"ეს ჩვეულებრივი პროცესია. ბოლო ექვს წელიწადში მიღწეულ წარმატებებთან შედარებით ეს უმნიშვნელო წარუმატებლობაა. მსგავსი ნებისმიერ კლუბს ემართება, თუკი ის მუდამ ვითარდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბოლო წლებში ჩვენმა მოგებამ 70 მილიონ ევროზე მეტი შეადგინა", - თქვა პრეზიდენტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული