რათა ერთმანეთი არ დახოცონ...

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩი შეზღუდული რაოდენობის მაყურებელთა თანდასწრებით გაიმართება. საუბარი პარიზის "პარკ დე პრენსზე" 7 ნოემბერს პსჟ-სა და "მარსელს" შორის გასამართი მატჩის შესახებაა.

საქმე ის არის, რომ პარიზელი და მარსელელი საფეხბურთო ფანები ანტაგონისტები არიან და მათი სათაყვანებელი გუნდების თითქმის ყოველი შეხვედრა გულშემატკივართა მასობრივი თავპირისმტვრევით გვირგვინდება ხოლმე.

ჰოდა, გათვალისწინებით იმისა, რომ ამ გუნდების მატჩების მსვლელობისას უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხშირად შეუძლებელი ხდება, საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობა უკიდურეს ზომაზე წავიდა და 7 ნოემბერს "პარკ დე პრენსის" სტადიონის ტრიბუნებზე მაყურებელთა რიცხვი ჩვეულზე მრავალი ათასით
ნაკლები იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული