ლიგა 1. X ტურის წინ: ოლიმპიკური დერბი

AutoSharing Option
ფრანგულმა კლუბებმა ევროთასები მოილიეს და ახლა ისევ ეროვნულ პირველობას უბრუნდებიან, სადაც უკვე მე-10 ტური უნდა გაიმართოს.

ცენტრალური მატჩი, ტრადიციულად კვირას გაიმართება - "ველოდრომზე" "ოლიმპიკების" დერბი უნდა შედგეს, ლიგა 1-ის ლიდერი პსჟ კი დღეს ნანსიში ჩადის...

"პარი სენ ჟერმენის" შვედი ლეგიონერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჟურნალისტებმა თვის საუკეთესი ფეხბურთელად დაასახელეს.

31 წლის ფორვარდმა ხმათა 56 % მოაგროვა და მეორეზე გასული, ასევე პარიზელი, მარკო ვერატი ჩამოიტოვა, რომელმაც 25 % მიიღო. მესამე ადგილი "ლორიანის" ფორვარდმა ალენ ტრაორემ დაიკავა.

ეს კიდევ ერთი კარგი ამბავია პარიზელებისთვის, რომლებიც
ჩემპიონატშიც ლიდერობენ და გარდა ამისა, კარლო ანჩელოტის შეგირდების კარგ განწყობაზე შუა კვირაში გამართულმა ჩემპიონთა ლიგის მატჩმაც იმოქმედა. შეგახსნეებთ, რომ პსჟ-მ ზაგრების "დინამოს" სტუმრად 2:0 მოუგო და 3 ტურის შემდეგ 6 ქულა მოაგროვა.

ამ ტურში ზლატანს და კომპანიას რთული მატჩი ელით, რადგან "ნანსი" შინ ტრადიციულად კარგად თამაშობს და პსჟ-ს იქ ძალიან დიდი ხანია, კერძოდ 2007 წლის შემდეგ არ მოუგია.

მაშინ "პარი სენ ჟერმენმა" 3:0 მოიგო, გოლები კი პედრო პაულეტამ, პიერ-ალან ფრომ და მარსელო გალიარდომ გაიტანეს. იქინდა მოყოლებული "ნანსიმ" 3 მატჩი მოიგო და 2 ფრედ ითამაშა. შარშან ამ გუნდების შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა, 2:1.

ტურის ცენტრალური მატჩი კი მარსელში გაიმართება. ზედიზედ 6 მოგების შემდეგ "მარსელს" უკვე 3 ტურია არ გაუმარჯვია, თანაც თუ "პარი სენ ჟერმენთან" ფრე ცუდი შედეგი არ იყო, იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით "ვალანსიენთან" (1:4) და "ტრუასთან" (0:1) მარცხის შესახებ.

გარდა ამ მატჩებისა, ელი ბოპის გუნდმა შუა კვირაში მიონხენგლადბახის "ბორუსიასთანაც" წააგო და ახლა ჯგუფში მასთან მე-2-3 ადგილებს იყოფს.

"ლიონში" საპირისპირო განწყობაა - გუნდმა ბოლო ტურში "ბრესტს" მოუგო, ევროპალიგაზე კი შინ ბილბაოს "ატლეტიკი" დაამარცხა.

რემი გარდს რამდენიმე ფეხბურთელი აკლია, მათგან ყველაზე გამორჩეულები იოან გურკუფი და მიშელ ბასტოსი არიან. ასევე ვერ ითამაშებს კლემან გრენიე, რომელიც კი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჯერ სათამაშოდ მზად არ არის.

"მარსელის" დანაკლისის შესახებ კი უკვე მოგახსენეთ, ანდრე-პიერ ჟინიაკი კიდევ დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია მატიო ვალბუენას, ანდრე აიუს და ლოიკ რემის ტრავმების შესახებ, მათ ხუთშაბათს ითამაშეს და "ლიონისთვისაც" მზად არიან.

2009 წელს "სტად ჟერლანზე" "ლიონმა" და "მარსელმა" ნამდვილი სპექტაკლი დადგეს. 3 წლის წინ გამართული ის მატჩი 5:5 დასრულდა, 81-ე წუთისთვის ანგარიში 2:4 იყო "მარსელის" სასარგებლოდ, 90-ე წუთზე კი უკვე "ლიონი" იგებდა.

მსგავსი შეხვედრის გამეორების ალბათობა, რა თქმა უნდა, მინიმალურია, მაგრამ ეს ორი გუნდი ყოველთვის საინტერესო თამაშს გვთავაზობს და მოსაწყენად ამჯერადაც ვერ უნდა მოვიცალოთ.

სავარაუდო შემადგენლობები:
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - აბდალა, ფანი, ნკულუ, მორელი - კაბორე, შეირუ - ამალფიტანო, ვალბუენა, ა. აიუ - რემი.
ლიონი (4-3-3): ვერკუტრი - რევეიე, ბიშევაცი, ლოვრენი, დაბო - გონალონი, მალბრანკი, ლაკაზეტი - ბრიანი, ლოპესი, გომისი.

ლიგა 1. X ტური

27 ოქტომბერი
ლილი-ვალანსიენი 19:00

ნანსი-პსჟ 22:00

სოშო-ევიანი 22:00

მონპელიე-ნიცა 22:00

რეიმსი-ტრუა 22:00

ტულუზი-ბრესტი 22:00

28 ოქტომბერი
ლორიანი-აიაჩო 17:00

ბასტია-ბორდო 20:00

მარსელი-ლიონი 00:00

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 9 5 4 0 15-5 19
2. მარსელი 9 6 1 2 12-8 19
3. ლიონი 9 5 3 1 14-8 18
4. ტულუზი 9 4 4 1 15-9 16
5. ვალანსიენი 9 4 3 2 19-9 15
6. ბორდო 9 3 6 0 11-7 15
7. რეიმსი 9 4 2 3 11-7 14
8. ლორიანი 9 3 5 1 15-15 14
9. რენი 9 4 1 4 12-12 13
10. სენტ ეტიენი 9 3 3 3 15-7 12
11. ლილი 9 2 5 2 11-11 11
12. ბასტია 9 3 2 4 12-20 11
13. აიაჩო 9 3 3 3 6-9 10
14. ბრესტი 9 3 1 5 8-14 10
15. ნიცა 9 1 6 2 12-13 9
16. მონპელიე 9 2 2 5 12-14 8
17. ევიანი 9 2 2 5 10-15 8
18. სოშო 9 2 1 6 8-14 7
19. ტრუა 9 1 2 6 9-18 5
20. ნანსი 9 1 2 6 3-15 5

* აიაჩოს - 2

ბომბარდირები: 9 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 6 - ბენ იედერი (ტულუზი); 5 - ობამეიანი (სენტ ეტიენი), ჟინიაკი (მარსელი), გომისი (ლიონი), ხელიფა (ევიანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული