ვენგერი ლორან ბლანს ემხრობა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი საფრანგეთის ნაკრების დამრიგებლად  ლორან ბლანის დანიშვნით კმაყოფილია. ვენგერმა მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონზე თავისი შეხედულებები გამოთქვა:

"მიმაჩნია რომ 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონები   მოედანზე  და მოედანს გარეთაც წარმატებული ადამიანები არიან. ისეთ ხალხს, როგორიც ბიქსენტ ლიზარაზუ და კრისტოფ  დიუგარი არიან უაღრესად ჭკვიან და კომპეტენტურ ადამიანებად ვთვლი. მოვიდა დრო, მათ მწვრთნელობას მიჰყონ ხელი და ჩემი ასაკის ხალხისგან პასუხისმგებლობა გადაიბარონ."

არსენ ვენგერმა არსენალზეც ისაუბრა: "ჩემი მიზანი "არსენალში" მარტივია, მოვიგო ყველაფერი რისი მოგებაც შეიძლება: თასები და პრემიერლიგა. ჩვენ დიდი ხანია არაფერი
მოგვიგია. მაგრამ ყოველ წელს მაღალ დონეზე ვთამაშობთ და  წელიწადში 200 მილიონ ევროს არ ვფლანგავთ, რასაც ვერ ვიტყვით ვერცერთ ჩვენს მეტოქეზე ინგლისში და სხვა ევროპულ ქვეყნებში.

გიორგი კუცია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული