ქარიმ ბენზემა საფრანგეთის წლის ფეხბურთელად დასახელდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფორვარდი ქარიმ ბენზემა საფრანგეთის წლის ფეხბურთელად დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ "სამეფო კლუბის" თავდამსხელმა უკან ჩამოიტოვა მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერი ფრანკ რიბერი.

"ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ჯილდო დავიმსახურე. მინდა ჩემს ახლობლებს მადლობა გადავუხადო", - თქვა ბენზემამ.

საფრანგეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულში ასევე მოხვდნენ ლონდონის "ტოტენჰემის" მეკრაე უგო ლორისი, "არსენალის" ფორვარდი ოლივიე ჟირუ და "მარსელის" ჰავბეკი მატიე ვალბუენა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული