ოსერი აიაქსს უფრთხის

AutoSharing Option
"ოსერის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე ფერნანდესი ჩემპიონთა ლიგაში "აიაქსთან" მატჩის წინ თავის მოსაზრებებს გამოთქვამს:

"არ აქვს მნიშვნელობა, პირველ თამაშს თამაშობ, თუ ბოლოს, ასეთ შეხვედრებში ყოველთვის დიდი  დაძაბულობაა. ჩვენ ორი საწყისი თამაში წავაგეთ, ასე რომ, მოვლენებს რეალისტურად უნდა შევხედოთ. არ იქნება იოლი მეორე ადგილზე გასვლა ჯგუფში, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ამის გარდა, ჩვენი 5 ფეხბურთელი ტრავმირებულია, რაც ამოცანას გვირთულებს".

"ერთდროულად ორ ტურნირზე ასპარეზობა ფსიქოლოგიურადაც რთულია, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, ყველა მატჩში მაქსიმუმი ჩავდოთ."აიაქსმა" ჰოლანდიის ჩემპიონატში ამ სეზონში ერთადერთი მატჩი დათმო "უტრეხტთან. ეს მიანიშნებს, რა
ძლიერი გუნდი ჰყავთ ჰოლანდიელებს".

"სუარესი და ელ ჰამადუი ძალიან ძლიერ შემტევ დუეტს ქმნიან და საკმაოდ საშიშები არიან. ჩვენ სუარესის წინააღმდეგ ძალიან მჭიდროდ უნდა ვითამაშოთ. ვაპირებთ ორი ფეხბურთელი მივამაგროთ და ერთი მილიმეტრი თავისუფალი სივრცეც არ მივცეთ"- ციტირებს ფერნანდესს უეფას ოფიციალური საიტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული