ზლატან იბრაჰიმოვიჩი: დევიდ ბექჰემმა გამარჯვება იცის

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აღნიშნა, რომ დევიდ ბექჰემთან კონტრაქტის გაფორმება კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო.

შვედი ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ 37 წლის ბრიტანელი პარიზულ კლუბს გააძლიერებს.

"ვფიქრობ, ბექჰემი ჩვენს გუნდს გააძლიერებს, რადგან გამოცდილებასთან ერთად მას ბევრი სხვა კარგი თვისებაც აქვს.

დევიდ ბექჰემი არის ფეხბურთელი, რომელმაც გამარჯვება იცის. ის ფსიქოლოგიურად ძლიერი და ჭკვიანია",
- თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

მომზადებულია RMC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული