ბლანი საქმეს შეუდგა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა განაცხადა, რომ ახალ პოსტზე საქმიანობა უკვე დაწყებული აქვს და ფიფას ოფიციალურ ვებგვერდს იმაზე ესაუბრა, როგორ აპირებს ახალი გუნდის ჩამოყალიბებას.

"ძალიან ამაყი ვარ, რომ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობის პატივი მერგო წილად. ჩემთვის ნაკრები ყოველთვის ყველაფერზე მეტი იყო, ასე ვფიქრობდი ფეხბურთელობისას და იგივე აზრზე დავრჩი სამწვრთნელო კარიერისას. როგორც ფეხბურთელმა, ამ გუნდთან ერთად რთული დროებაც გამოვიარე, მაგრამ იყო დიდებული მომენტებიც.

საფრანგეთის ნაკრების სასიკეთოს მთელ ჩემს ცოდნასა და ენერგიას გამოვიყენებ. ეს ჩემი საოცნებო თანამდებობა იყო და როცა საფრანგეთის
ფეხბურთის ფედერაციისგან წინადადება მივიღე, სხვა შეთავაზებები აღარც განმიხილავს. ერთი წამითაც არ მიყოყმანია იმის მიუხედავად. რომ ნაკრები ცუდ მდგომარეობაშია და ბევრი რამაა გამოსასწორებელი. ძალიან კარგად ვაცნობიერებ, რომ საფრანგეთის ნაკრები მთელი ქვეყნის საკუთრებაა და დაუღალავად ვიშრომებ იმისთვის, რომ გუნდმა თავისი პოტენციალის შესაფერის შედეგებს მიაღწიოს.

გაოგნებული დავრჩი საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელთა ქცევით მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას. ფეხბურთელებმა ვარჯიში ჩაშალეს და ამისთვის აუცილებლად აგებენ პასუხს, თუმცა ეს უპირველესად, ფეხბურთის ფედერაციის პრეროგატივაა. ჩემი ვალი კი ისაა, ნაკრებში მხოლოდ ღირსეულები გამოვიძახო, ის ფეხბურთელები, რომლებსაც ადამიანური შეგნებაც გააჩნიათ და ამავდროულად, საკუთარ პოზიციაზე საუკეთესოები არიან".

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული