ლიგა 1. XXVIII ტურის სტატისტიკური შეჯამება: 700 გოლი

AutoSharing Option
ლიგა 1 კვლავ საკმაოდ შედეგიანია – ამ სეზონში გუნდებმა უკვე 700-ზე მეტი გოლი გაიტანეს. "ბორდომ" წაგებათა სერია შეწყვიტა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კი ერთ გოლზე მეტის გატანა უკვე მე-7 შეხვედრაში შეძლო.

მთავარი:
700 – 28-ე ტურში მიმდინარე სეზონის მე-700 გოლი გავიდა. საიუბილეო გოლის ავტორი "ევიანის" საბერ ხელიფა გახდა, რომელმაც "სოშოს" რბევაში (5:1) წვლილი ორი გოლით შეიტანა. ამ ტურში 28 გოლი გავიდა. ზედიზედ მეთოთხმეტედ მოხდა ისე, რომ გუნდებმა ტურში 20 გოლზე მეტი გაიტანეს - ასეთი ხანგრძლივი სერია ბოლოს 1996/97 წლების სეზონში დაფიქსირდა.

გუნდური
მიღწევები:

1 - "სოშოსთან" დიდი ანგარიშით გამარჯვება (5:1) "ევიანისთვის" ისტორიული გამოდგა – გუნდმა ლიგა 1-ში არსებობის განმავლობაში პირველად მოიგო 4-ბურთიანი სხვაობით და გარდა ამისა, ერთ შეხვედრაში ხუთი გოლის გატანა პირველად შეძლო.

8 - "ბორდომ" "ბასტიას" 1:0 მოუგო და 4-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. ამ შეხვედრაში ფრანსის ჟიოს შეგირდებმა კარში 8 ზუსტი დარტყმა განახორციელეს, რაც "ბორდოსთვის" 2013 წელს საუკეთესო შედეგია.

4 - "ტრუამ" "რეიმსს" 4:2 მოუგო და ლიგა 1-ის შეხვედრაში 4 გოლი 2006 წლის შემდეგ პირველად გაიტანა. მაშინ "ტრუამ" სტუმრად "მეცს" აჯობა (4:2). აღსანიშნავია, რომ საკუთარ მოედანზე ტრუელებს 4 გოლი ბოლოს 2001 წელს ჰქონდათ გატანილი ("ლორიანთან", 4:2).

ინდივიდუალური მიღწევები:
1 – "ტრუას" ახალგაზრდა ფეხბურთელმა კორენტენ ჟანმა ლიგა 1-ში პირველი გოლები გაიტანა. 17 წლის ჟანი ერთადერთი არასრულწლოვანი ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში დუბლი შეასრულა.

1 – სტეფან ბაოკენი ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა და ჟანის მსგავსად, პირველი გოლებიც გაიტანა. "ნიცას" 20 წლის მოთამაშემ დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს "მონპელიე" დაამარცხებინა (2:0).

6 – "ნანსისთან" ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ორი გოლი გაიტანა და ჩემპიონატში მეექვსე დუბლი გაიფორმა. გარდა ამისა, შვედმა მე-17 ტურში ჰეთ თრიქიც შეასრულა. მიმდინარე სეზონში არ ყოფილა შემთხვევა, რომ იბრას ზედიზედ ორი შეხვედრა დაესრულებინოს გატანილი გოლის გარეშე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XXVIII ტური: პსჟ სირცხვილისგან ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იხსნა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული