ლიგა 1. XXXIII ტური: ბოლო წუთების დრამა [VIDEO]

AutoSharing Option
"ოლიმპიკები"
ლიგა 1-ის 33-ე ტური ძალიან საინტერესო მატჩით დაიწყო, რომელშიც "მონპელიემ" "ლიონს" უმასპინძლა. რემი გარდის შეგირდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და 29-ე წუთზე ლისანდრო ლოპესმა ანგარიში გახსნა. იუნეს ბელჰანდამ მალე გაათანაბრა და ტაიმიც ასე დასრულდა. მეორე ნახევარში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში ბოლო წუთამდე არ შეცვლილა. როდესაც ყველამ იფიქრა, რომ მატჩი ფრედ მთავრდებოდა, სტუმრებმა სწორედ ამ დროს გაიტანეს - არბიტრის მიერ დამატებულ მესამე წუთზე თავი კლემან გრენიემ გამოიჩინა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

მოიგო მეორე "ოლიმპიკმაც", რომლის მეტოქეც "მონპელიეზე"
გაცილებით სუსტი "ბრესტი" იყო, თანაც "მარსელი" შინ თამაშობდა. ამის მიუხედავად, მასპინძლებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს და ისიც ტაიმის ბოლო წუთზე - ბენუა შეირუმ სეზონში თავისი მეორე გოლი გაიტანა.

ლილის და ნანსის აღმასვლა
საოცარ ფორმაშია როგორც "ლილი", ასევე "ნანსი", თუმცა გუნდებს სხვადასხვა მიზანი აქვთ.

8 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება - ასეთი შედეგი აქვს ბოლო 10 თამაშში "ლილს". "ძაღლებმა" ამ ტურში კორსიკაზე იმოგზაურეს და "ბასტიასთან" ურთულესი 90 წუთი გადაიტანეს. რუდი გარსიას გუნდი 85-ე წუთისთვის მარცხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ მოედანი გამარჯვებულმა დატოვა.

4 მოგება და 1 ფრე - ეს უკვე "ნანსის" შედეგია. მიუხედავად ამისა, გუნდი ჯერ კიდევ სახიფათო ზონაშია, თუმცა გასავარდნი სამეული დატოვა. პატრიკ გაბრიელის გუნდის მორიგი მსხვერპლი "ევიანი" გახდა, რომელსაც "ნანსი" ქულებით წამოეწია; გასავარდნ ზონაში კი "სოშო" ჩაუშვა, ვინც ამ ტურში შინ "ბორდოს" ორჯერ უგებდა, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა.

ლიგა 1. XXXIII ტური

მონპელიე-ლიონი 1:2
გოლები: 0:1 ლ. ლოპესი (29), 1:1 ბელჰანდა (41), 1:2 გრენიე (90).

მარსელი-ბრესტი 1:0
გოლი: 1:0 შეირუ (45).

ბასტია-ლილი 1:2
გოლები: 1:0 ხაზრი (47), 1:1 დინიე (85), 1:2 ბაშა (90).

ნანსი-ევიანი 3:1
გოლები: 1:0 ალოო ეფულუ (21), 1:1 ხელიფა (34), 2:1 მუკანჯო (65), 3:1 მუკანჯო (80).

სოშო-ბორდო 2:2
გოლები: 1:0 ბუდებუზი (34-პენ), 1:1 მარიანო (51), 2:1 ბაკამბუ (64), 2:2 დიაბატე (78).

რეიმსი-ვალანსიენი 0:1
გოლი: 0:1 პუჟოლი (57).

ტულუზი-ლორიანი 0:1
გოლი: 0:1 ალიადიერი (77).

პსჟ-ნიცა 3:0
VideoSportall.Ge
21.04.13. პსჟ - ნიცა 3:0


სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები: 26 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 17 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 15 - ალიადიერი (ლორიანი); 14 - ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 12 - ბენ იედერი (ტულუზი), მოდესტი (ბასტია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული