მთავარი:
2000 - "რენმა" ბრეტანულ დერბიში "ბრესტთან" 2:0 იმარჯვა და თებერვლის დასაწყისის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა. გარდა ამისა, ანტონეტის გუნდი გახდა მე-9 კლუბი ლიგა 1-ის ისტორიაში, რომელმაც საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში 2000-მატჩიანი ნიშნული გადალახა. სხვა გუნდები არიან: "სოშო" (2 326 მატჩი), "მარსელი"
გუნდური მიღწევები:
51 - კლოდ პუელის ხელში "ნიცა" შესანიშნავად გამოიყურება. ზღვისპირელები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან, რაც მათი შეტევის დამსახურებაა. ამ სეზონში "ნიცას" უკვე 51 გოლი აქვს გატანილი (მეექვსე შედეგი ლიგაში) - ამდენი გოლი კლუბმა ბოლოს 1979/80 წლების სეზონში გაიტანა, როდესაც ჩემპიონატი 53 გატანილი ბურთით დაასრულა.
9 - "აიაჩომ" "მონპელიეს" 2:1 მოუგო და სეზონში მე-9 გამარჯვება მოიპოვა, რაც 1971/72 წლების სეზონის შემდეგ კორსიკელთა საუკეთესო შედეგია. იმ სეზონში "აიაჩომ" ჩემპიონატი 12 მოგებით დაასრულა.
5 - "პარი სენ ჟერმენმა" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. პარიზელებმა გასვლაზე "ევიანი" დაამარცხეს (1:0) და "მარსელთან" არსებული 9-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს. აღსანიშნავია, რომ ანჩელოტის ხელმძღვანელობით, პსჟ-ს აქამდე ზედიზედ ხუთი მატჩი მოგებული არ ჰქონდა.
ინდივიდუალური მიღწევები:
19 - რენატო სიველიმ ლიგა 1-ში თავისი მე-19 გოლი გაიტანა და სებასტიან პუიგრენიეს წამოეწია. ეს ორი ფეხბურთელი ლიგა 1-ში მოთამაშე მცველებს შორის საუკეთესო ბომბარდირებში ლიდერობს.
1 - ვინსენტ ნოგეირამ "ლილს" ორი გოლი გაუტანა და "სოშოს" საოცარ შეხვედრაში ქულა მოუტანა. ნოგეირამ კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა. გარდა ამისა, 25 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში თავისი პირველი გოლები შეაგდო.
3 - მატიო ვალბუენამ "ლორიანთან" გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა და "მარსელს" 1:0 მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ "ოლიმპიკმა" ამ ანგარიშით უკვე მე-12 თამაში მოიგო (სულ 19 გამარჯვება). თავად ვალბუენას ანგარიშზე უკვე სამი გოლია. 28 წლის ნახევარმცველმა მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ წელს "ოლიმპიკის" ნამდვილი ლიდერია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XXXIV ტური: "სოშოს" მცირე სასწაული [VIDEO]