ბოლო დღეებია, როგორც ფრანგული, ისე ესპანური გამოცემები აქტიურად წერენ ანჩელოტის პარიზიდან მადრიდში გადაბარგების შესაძლებლობაზე. გავრცელებული ხმების თანახმად, "რეალის" თავკაცის პოსტზე ჟოზე მოურინიო, რომელიც თავის მხრივ, ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, "ჩელსიში" ბრუნდება, სავარაუდოდ, სწორედ იტალიელმა სპეციალისტმა უნდა შეცვალოს.
"მადრიდის ”რეალისთვის" უარის თქმა ძალიან ძნელი იქნება. არ ვიცი, დაუკავშირდება თუ არა ჩემი მომავალი მადრიდულ კლუბს. უწინ ერთხელ უკვე მქონდა შანსი, გამეწვრთნა "რეალი", თუმცა მაშინ "ჩელსის"
ანჩელოტიმ პსჟ-ის მთავარი მწვრთნელის პოსტი 2011 წლის დეკემბერში დაიკავა. მიმდინარე სეზონში მან პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე მიიყვანა, ხოლოს საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან ახლოსაა, რაც კლუბს 1994 წლის შემდეგ აღარ ღირსებია.
"არავინ იცის, როგორ წარიმართება მომავალი. პსჟ-ში ბედნიერი ვარ და შემიძლია აქ დიდხანს დავრჩე. მომწონს პარიზში ცხოვრებაც. მსურს, ჩემპიონატი მოვიგო და აღვნიშნო ეს წარმატება", - აქვეყნებს ანჩელოტის ნათქვამს goal.com.
ასევე იხილეთ:
goal.com: ჟოზე მოურინიო და რადამელ ფალკაო "ჩელსიში" - გადაწყვეტილია
ლიგა 1. XXXIV ტური: "სოშოს" მცირე სასწაული [VIDEO]
მადრიდის რეალი იქნება "მალვინა"
გულშემატკივრები - "პიერო"