დევიდ ბექჰემი: ემოციებს ვიკავებდი, მაგრამ ბოლოს ეს ძალიან ძნელი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
18 მაისს დევიდ ბექჰემმა "პარი სენ-ჟერმენის" შემადგენლობაში და საკუთარ კარიერაში ბოლო მატჩი ითამაშა.

"ბრესტთან" შეხვედრაში, რომელიც "პარი სენ-ჟერმენმა" ანგარიშით 3:1 მოიგო, ბექჰემი კაპიტნის სამკლაურით გამოვიდა და მინდორი 81-ე წუთზე გულშემატკივართა ოვაციის ფონზე დატოვა.

"სიმართლე გითხრათ, მატჩის დამთავრებამდე უკვე 20 წუთით ადრე მიჭირდა თამაშზე კონცენტრირება და ფეხზე ძლივს ვიდექი მოძალებული ემოციის გამო.

ეს ღამე ძალიან დიდხანს მემახსოვრება, მადლობა მოთამაშეებს და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის,"
- განაცხადა საკუთარ ბოლო მატჩზე დევიდ ბექჰემმა, რომელმაც მინდვრიდან გასვლისას ცრემლი ვერ შეიკავა.

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი და შოუბიზნესის ცნობილი სახე
თანაგუნდელებს და საფეხბურთო კარიერას ემოციურად დაემშვიდობა.

საკუთარი კარიერის განმავლობაში ბექჰემი თამაშობდა ისეთ მსოფლიო გრანდებში, როგორებიცაა: "მანჩესტერ-იუნაიტედი", "რეალი", "მილანი" და "პარი სენ-ჟერმენი".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
კაპიტანოო არასდროს დაგივიწყებ
chelsea
15:07 19-05-2013
0
კაიპიტანო არასდროს დაგივიწყებ
chelsea lampard
15:11 19-05-2013
0

სიახლეები პოპულარული