ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. "ბრესტთან" გატანილი ორი გოლის შემდეგ 31 წლის შვედის ანგარიშზე უკვე 29 ბურთია, რაც შესანიშნავი შედეგია. ამაზე მეტი გოლი, უკანასკნელად 1989/90 წლების სეზონში ჟან-პიერ პაპენმა გაიტანა - 30.
"საკმაოდ რთული სეზონი გამოდგა. ჩვენ ფავორიტები ვიყავით და ყველას ჩვენი დამარცხება სურდა. პარიზთან მიმართებაში ჩემი საუკეთესო მოგონება იქნება ის, რომ 19-წლიანი პაუზის შემდეგ გუნდს საჩემპიონო ტიტული
ზლატანის თანაგუნდელი, სალვატორე სირიგუ წლის საუკეთესო მეკარის პრიზის მფლობელი გახდა, წლის მწვრთნელებად კი კარლო ანჩელოტი და "სენტ ეტიენის" დამრიგებელი კრისტოფ გალტიე დაასახელეს.
"სეზონის სტარტზე თუ მეტყოდით, რომ ჩვენ 32-წლიანი პაუზის შემდეგ პირველ ტიტულს მოვიპოვებდით, ნამდვილად არ დაგიჯერებდით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ეს შევძელით. გარდა ამისა, ჯერ კიდევ გვაქვს მესამე ადგილის დაკავების შანსი. ამ ტიტულის მოგებით ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ მას კარლო ანჩელოტისთან ერთად მივიღებ," - ეს უკვე კრისტოფ გალტიეს სიტყვებია.
როდესაც ნომინანტები გაგაცანით, მოგახსენეთ, რომ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზის მოგების მთავარ კანდიდატად ფრანგ ჟურნალისტებს "მონპელიეს" ნახევარმცველი რემი კაბელია მიაჩნდათ და იქვე დავამატეთ, რომ ჩვენი აზრით, აღიარებას უფრო ფლორიან ტოვენი იმსახურებდა. საბოლოოდ, პრიზი სწორედ ტოვენმა მიიღო, რომელიც "ბასტიაში" კი თამაშობს, მაგრამ "ლილს" ეკუთვნის და მომავალ სეზონში "ძაღლებში" ითამაშებს.
სეზონის საუკეთესო გოლად კი "ევიანის" ფორვარდის, საბერ ხელიფას მიერ 36-ე ტურში "ნიცას" კარში, მოედნის საკუთარი ნახევრიდან გატანილი გოლი დასახელდა.
ბოლოს კი სიმბოლურ ნაკრებსაც შემოგთავაზებთ, სადაც "პარი სენ ჟერმენის" 7 ფეხბურთელი მოხვდა:
მეკარე: სალვატორე სირიგუ (პსჟ)
მცველები: კრისტოფ ჟალე (პსჟ), ტიაგო სილვა (პსჟ), ნიკოლა ნკულუ (მარსელი), მაქსველი (პსჟ).
ნახევარმცველები: დიმიტრი პაიე (ლილი), მარკო ვერატი (პსჟ), ბლეზ მატუიდი (პსჟ), მატიო ვალბუენა (მარსელი).
თავდამსხმელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), პიერ-ემერიკ ობამეიანი (სენტ ეტიენი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფრანგული ლიგა 1-ის ნომინანტები ცნობილია