80 - "ბრესტთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "პარი სენ-ჟერმენმა" 80 ქულა მოაგროვა. დედაქალაქურ გუნდს ერთ სეზონში ამდენი ქულა არასდროს დაუგროვებია.
4 - "ლიონი", "სენტ ეტიენი", "ლილი" და "ნიცა" მე-3-მე-6 ადგილებს იკავებენ. მათ შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა და ბოლო ტური გამოარკვევს იმ ორ გუნდს, რომელიც ევროთასების საგზურს მოიპოვებს ("სენტ ეტიენს" ევროპალიგის
60 % - "ბრესტთან" გამართულ შეხვედრაში დევიდ ბექჰემმა საჯარიმოში 5-ჯერ ჩააწოდა და აქედან სამჯერ ბურთი პარტნიორთან მივიდა, მათ შორის, ერთხელ მაშინ, როდესაც ინგლისელმა კუთხური მოაწოდა, რომელიც ბლეზ მატუიდის გოლით დასრულდა. 60-პროცენტიანი შედეგი ამ საღამოს საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
76 - "ლილთან" გამართული მატჩი, რომელიც უგოლოდ დასრულდა, რენე ჟირარისთვის 76-ე და უკანასკნელი საშინაო მატჩი იყო. "მონპელიეს" დამრიგებელმა "სტად დე ლა მოსონზე" საკუთარ გუნდს 46 შეხვედრაში მოაგებინა და 16 მატჩი ფრედ დაასრულებინა.
29 - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ბრესტის" კარში ორი გოლი გაიტანა და ახლა შვედის ანგარიშზე 29 ბურთია. პსჟ-ის ფორვარდს ერთი გოლი აკლია ჟან-პიერ პაპენის მიღწევის გამეორებამდე, რომელიც უკანასკნელი მოთამაშეა, ვინც ერთ სეზონში 30 გოლი გაიტანა. "მარსელში" მოთამაშე პაპენმა ეს 1989/90 წლების სეზონში გააკეთა.
59 - გოლი აქვს გატანილი "სენტ ეტიენს", რაც 1981/82 წლების სეზონის შემდეგ გუნდის საუკეთესო მაჩვენებელია. მაშინ "მწვანეებმა" 74 გოლი გაიტანეს, ჩემპიონატში კი მეორე ადგილი დაიკავეს.
34.3 მეტრი იყო დისტანცია კარამდე, როდესაც ბურთთან კლემან გრენიე მივიდა და აუღებელი დარტყმით დავიდ ოსპინას გაუტანა. საბოლოოდ, "ლიონმა" "ნიცასთან" ქულა აიღო და ეს გოლი შესაძლოა, გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს მესამე ადგილისთვის ბრძოლაში.
10 - "ვალანსიენის" კარში გატანილი პენალტი გრჟეგორჟ კრიხოვიაკისთვის მხოლოდ მე-4 გოლი იყო, თუმცა ამ 4 ბურთით კრიხოვიაკმა საკუთარ გუნდს 10 ქულა მოუტანა. ბოლო სამი გოლი პოლონელმა იმ შეხვედრებში გაიტანა, რომელიც "რეიმსმა" 1:0 მოიგო.
1 - ბოლო ტურში "სოშოს" "ბასტიასთან" ქულის აღება სჭირდება იმისთვის, რომ ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნოს და "ტრუა" კვლავ მეორე დივიზიონში დააბრუნოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XXXVII ტური: დევიდ ბექჰემის გაცილება [VIDEO]