შემოწმების დასრულების შემდეჰ ფალკაო ფრანგულ კლუბთან კონტრაქტს ხელს მოაწერს.
"მონაკოში", კლუბი რუს ბიზნესმენს დიმიტრი რიბოლოვლევს ეკუთვნის, ფიქრობენ, რომ 27 წლის კოლუმბიელის წყალობით გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატში პსჟ-ს კონკურენციას გაუწევს.
ფორვარდის ტრანსფერი "მონაკოს" 60 მილიონი ევრო დაუჯდება, ხოლო მისი ხელფასი წელიწადში 12 მილიონი ევრო იქნება.
აქვე გეტყვით, რომ "მონაკომ" "პორტუს" ნახევარმცველის ჟოაუ მოუტინიოსა და ფორვარდის ჰამეს როდრიგესის ყიდვის შესახებაც გამოაცხადა, რომელთა საერთო სატრანსფერო თანხა 70 მილიონ ევროს შეადგენს.
მომზადებულია Cadena Se-ს