967 - გოლი გაიტანეს ფეხბურთელებმა ამ სეზონში, რაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2,54 გოლს უდრის. ამაზე მეტი ბურთი ბოლოს 28 წლის წინ, 1984/85 წლების სეზონში გავიდა (979). ასევე, ამ სეზონში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 30 ბურთი გაიტანა, რაც ჟან-პიერ პაპენის შემდეგ (1989/90) არავის გაუკეთებია. 19 გატანილი გოლით, პიერ-ემერიკ ობამეიანი ბოლო 31 წლის განმავლობაში "სენტ ეტიენის" საუკეთესო
გუნდური მიღწევები:
14 - ბოლო 15 წელიწადში "ლიონი" სამეულში მხოლოდ ერთხელ ვერ მოხვდა. ასეთი სტაბილურობით ლიგა 1-ის ისტორიაში ვერავინ იამაყებს. "ოლიმპიკმა" სეზონი 61 გატანილი გოლით დაასრულა და ამ კომპონენტში მხოლოდ პსჟ-ს ჩამორჩა (69).
4 - "ნიცამ" სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა. ასეთი მაღალი პოზიცია ზღვისპირელებმა ბოლოს 1976 წელს დაიკავეს, როდესაც მეორე ადგილზე გავიდნენ. კლოდ პუელის გუნდმა ბოლო ტურში 2:0 იმარჯვა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპალიგის საგზური.
25 - "პარი სენ ჟერმენმა" სეზონი 25 მოგებით დაასრულა, რაც ახალი საკლუბო რეკორდი გახლავთ. პარიზელებმა ჩემპიონატი 83 ქულით დაასრულეს - ამაზე მეტი ქულა ბოლოს "ლიონმა" მოაგროვა (2005/06 წლების სეზონში - 84).
2012/13 სეზონის გუნდური რეკორდები
6 - გუნდის მიერ ერთ შეხვედრაში გატანილი ყველაზე მეტი გოლი: "ვალანსიენი"-"ლორიანი" 6:1 (მე-9 ტური)
31 - ერთ შეხვედრაში განხორციელებული ყველაზე მეტი დარტყმა: "ბრესტი"-პსჟ 0:3 (მე-19 ტური)
13 - ერთ შეხვედრაში განხორციელებული ყველაზე მეტი ზუსტი დარტყმა: "ბრესტი"-პსჟ 0:3 (მე-19 ტური)
67% - ბურთის ფლობის ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი: "ტულუზი"-"აიაჩო" 2:4 (მე-12 ტური)
748 - ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი პასი - "ლილი"-"სოშო" 3:3 (34-ე ტური)
640 - ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი ზუსტი პასი - "ლილი"-"სოშო" 3:3 (34-ე ტური)
ინდივიდუალური მიღწევები
428 - მატჩი ჩაატარა ლიგა 1-ში ლუდოვიკ ჟიულიმ, რომელმაც 38-ე ტურის შემდეგ კარიერა დაასრულა. "მონაკოსთან" ერთად 2004 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა უკანასკნელი შეხვედრა ყოფილ გუნდთან, პსჟ-სთან გამართა. ჟიულის 18-წლიანი კარიერა 1995 წლის 21 იანვარს "ლიონის" შემადგენლობაში დაიწყო. "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ში 86 გოლი გაიტანა.
8 - "ბორდოს" შეიკ დიაბატემ 8 გოლი გაიტანა და შარშანდელი შედეგი გაიმეორა. ფორვარდმა ბოლო ტურში დუბლი შეასრულა, რაც ნიშნავს იმას, რომ დიაბატეს ყველა იმ სეზონის ბოლო ტურში აქვს გატანილი, რომელშიც მან ითამაშა. საერთოდ, კარიერის განმავლობაში გატანილი 20 გოლიდან 5 (25 პროცენტი) დიაბატემ ბოლო სამი სეზონის 38-ე ტურში შეაგდო.
2012/13 სეზონის ინდივიდუალური რეკორდები
3 - ერთ შეხვედრაში გატანილი ყველაზე მეტი გოლი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("ვალანსიენთან" 4:0, მე-17 ტური)
12 - ერთ შეხვედრაში განორციელებული ყველაზე მეტი დარტყმა: ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("ბრესტთან" 3:0, მე-19 ტური)
6 - ერთ შეხვედრაში განხორციელებული ყველაზე მეტი ზუსტი დარტყმა: ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("ბრესტთან" 3:0, მე-19 ტური)
120 - ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი პასი: ფლორიან ბალმონი ("ლორიანთან" 5:0, 31-ე ტური)
109 - ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი ზუსტი პასი: ფლორიან ბალმონი ("ლორიანთან" 5:0, 31-ე ტური)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიგა 1. სტატისტიკური შეჯამება: კლემან გრენიეს ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლი