"მონაკო" მზადაა, კრიშტიანო რონალდოში 85 მილიონი ევრო გადაიხადოს

AutoSharing Option
"მონაკო" მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერთან დაკავშირებით შეთავაზებას ამზადებს.

საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში გადასული გუნდი მზადაა, "რეალს" კრიშტიანო რონალდოს სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო გადაუხადოს.

კლუბი იმ ფაქტის გამოყენებას აპირებს, რომლის მიხედვით, რონალდომ "სამეფო კლუბთან" ვერა და ვერ გაახანგრძლივა კონტრაქტი.

თუ პორტუგალიელ ფეხბურთელსა და ესპანურ კლუბს შორის ახალი ხელშეკრულება ივლისის ბოლომდე არ გაფორმდა, აგვისტოში "მონაკო" რონალდოს ხელფასის სახით 20 მილიონ ევროს შესთავაზებს.

აქვე გეტყვით, რომ მონაკოს სამეფოში გადასახადების ფრანგული სისტემა არ მოქმედებს და ამიტომ რონალდო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ბოლო
6 თვის განმავლობაში კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელის გარემოცვაში მყოფ ადამიანებს არაერთხელ შეხვდნენ.

აქვე გეტყვით, რომ ლიგა 1-ში გადასვლის შემდეგ "მონაკომ" სატრანსფერო ბაზარზე უკვე დახარჯა 100 მილიონ ევროზე მეტი.

მომზადებულია The Independent-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული