ლორან ბლანი პსჟ-ს შეუთანხმდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა პსჟ-სთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.

მხარეებმა კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმეს, მაგრამ ხელშეკრულებას ხელს მანამდე არ მოაწერენ, სანამ პარიზული გუნდის ამჟამინდელი თავკაცის, კარლო ანჩელოტის სიტუაცია არ გაირკვევა.

ანჩელოტის მიწვევა "რეალს" სურს, მაგრამ "სამეფო კლუბმა" ვერა და ვერ დაითანხმა პსჟ კომპენსაციის თანხაზე.

მომზადებულია L’Equipe-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული