ფრანგული კლუბი მზადაა იტალიური გუნდის მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
ფრანგული პრესის ინფორმაციით, 5 ივლისს კლუბები ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.
ყველა ბონუსის ჩათვლით პსჟ "ნაპოლის" 26 წლის კავანის სანაცვლოდ 64 მილიონ ევროს გადაუხდის.
პარიზელებს მხოლოდ ურგვაელის პირადი კონტრაქტის მოგვარება დარჩათ, რის შემდეგ ტრანსფერი ოფიციალურად გაფორმდება.
შეგახსენებთ, რომ კავანიმ გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 34 მატჩი ჩაატარა, სადაც 29 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მომზადებულია Lequipe-ს მიხედვით