9 ივლისს ედინსონ კავანი პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
ფრანგული პრესის ცნობით, ურუგვაელი ედინსონ კავანის პრეზენტაცია "პარი სენ-ჟერმენში" 9 ივლისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ უკვე იუწყებოდნენ, რომ კავანის ტრანსფერზე "ნაპოლიმ" და პსჟ-მ ყველაფერი მოილაპარაკეს.

ურუგვაელი ლიგა 1-ის ისტორიაში ყველაზე ძვირფასი შენაძენი იქნება, მასში პარიზული კლუბი 64 მილიონ ევროს გადაიხდის.

იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირის ხელფასი პსჟ-ში ბონუსების და საპრიზოების გათვალისწინების გარეშე 10 მილიონი ევრო იქნება.

26 წლის ფეხბურთელი 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

ასევე იხილეთ:
პსჟ და "ნაპოლი" ედინსონ კავანის ტრანსფერზე შეთანხმდნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული